image

თემა: მიტევება,  წყენა

547. რომელიღაც საცხოვრებლიდან წამოსულმა ძმებმა, იმ მიდამოებში, სადაც ეს საერთო საცხოვრებელი მდებარეობდა, აბბას (სერიდის) რჩევის გარეშე, თავისთვის სენაკები იყიდეს. იგრძნო რა თავი შეურაცხყოფილად, აბბა სერიდს მათი გაძევება უნდოდა, ვითარცა წესის დამრღვევებისა, ხოლო ისინი შეეპასუხნენ მას. მაშინ იმავე ბერს ჰკითხეს: კარგად მოიქცნენ თუ არა ის ძმები და როგორ უნდა მოქცეულიყვნენ?
შეპასუხებამ მრავალი ადამიანი დაღუპა, ამის მაგალითებს ყველგან ვპოულობთ, როგორც მაგალითად, დათანი და აბირონი, რომლებიც მოსეს დაუპირისპირდნენ, და, საერთოდ, ეს ცუდი თვისებაა. ის ძმები თუ თავის აბბას არ შეუშინდნენ, მაშინ ვიღასი შერცხვებათ? ხოლო, როდესაც ვინმეს არ რცხვენია - ეს აზრების აღშფოთების ნიშანია. ასეთ აღშფოთებას კი დემონის ჩაგონება წარმოშობს; რამეთუ ყველაზე ადრე ეშმაკი აჯანყდა, და ვინც იგივეს აკეთებს, ის მისი შვილია. რა შედეგი გამოიღო ამან? ისინი სიმდაბლეს სრულიად დაშორდნენ და ყურები დაიხშვეს, რათა არ მოუსმინონ იმას, ვინც თქვა: „რაჟამს გდევნიდნენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიილტვოდეთ სხუად“ (მათე 10, 23), და „რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი“ (მთ. 5, 40); ისინი ბოროტებას დაემორჩილნენ, ბოროტი კი კეთილს არაფერს შობს; რამეთუ ნათქვამია წერილში: „ვერ ხელეწიფების ხესა ხენეშსა ნაყოფისა კეთილისა გამოღებად“ (მათე 7, 18). თავის დანაშაულით მათ წმიდა მამათა ღირსებაც ფეხქვეშ გათელეს; რამეთუ მამები ამბობენ: „თუ სადმე დასამკვიდრებლად მიხვალ, მაშინ წინასწარ ჰკითხე მას, ვისაც ეს ეხება, რათა შენმა დასახლებამ იქ ვინმე არ გაანაწყენოს“. თუკი მამები ამას სხვების მიმართ გვასწავლიან, მაშინ, მით უმეტეს, უნდა მოვერიდოთ იღუმენის დამწუხრებას. ამ საქმის ბოლო კი ასეთი უნდა იყოს: დაე მათ, როგორც შემცოდეებმა, სხვა ძმებიც მოიწვიონ და შენდობა ითხოვონ თავის აბბასგან, რათა მან ბოროტი არ მიაგოს მათ ბოროტის წილ, ხოლო ამ უკანასკნელმა, დაე, შეუნდოს; რამეთუ წერილში ნათქვამია: „თანა-გუაც ჩუენ ძლიერთა, უძლურებათა მათ უსუსურთასა ტვირთვად“ (რომ. 15, 1). და უფალიც ამბობს: „უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“ (მათე 5, 48). და მათი ასეთი საქციელი ღმერთს განადიდებს მრავალთა შესაგონებლად.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები