image

თემა: ლოცვა

რას მოითხოვს ჩვენგან უფალი ლოცვისას?
თქვა უფალმა: "სასუფეველი ცათაი იიძულების" (მთ. 11, 12). გეთსამანიის ბაღში ლოცვისას მან ოფლთან შერეული სისხლი დაღვარა. ჩვენთვის ესაა მაგალითი, თუ როგორ უნდა იყოს შემოკრებილი სულის ყველა ძალა, ნების როგორი დაძაბვით უნდა იყოს მიქცეული გონება ღმერთისკენ. ამ დროს ადამიანმა ყველაფერი უნდა დაივიწყოს და მთლიანად ლოცვის სიტყვებს შეენივთოს. ვინც გულმოდგინედ ლოცულობს, ვინც არ ინდობს თავის თავს, უფრო სწორად, თავის "ძველ კაცს", ჩვენში რომ ცხოვრობს, ის ომში იწვევს უხილავ გველებს - ჯოჯოხეთის სულებს, შხამიანი ნესტარივით რომ გესლავენ მას ვნებებითა და ცოდვილი გულისსიტყვებით. მაგრამ თუ ლოცვისას კაცი მტკიცედ დგას და უკან არ იხევს, იგი ამ ბრძოლაში ღვთის შეწევნას გრძნობს, გრძნობს თითქოს ჩუმი სიხარულის გამონათებებს - ასე ჩანს ხოლმე, ალაგ-ალაგ საწვიმარ ღრუბლებს შორის ცის ლაჟვარდი. ამის შემდეგ სულს ლოცვა ეხსნება, როგორც ქრისტესთან ერთად გამარჯვების ანუ ქრისტეს მიერ ეშმაკის დათრგუნვის სიხარული. შეუძლებელია ამ მდგომარეობის სიტყვით გადმოცემა.
    მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვა ყველაზე ძნელი საქმეა;
    მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვა ყველაზე დიდი სიხარულის მომტანია;
    მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვისას ადამიანი ჯოჯოხეთს ჩადის;
    მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვისას ადამიანი ცამდე მაღლდება;
    მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვისას ვნებები ურჩხულებივით გვესხმიან თავს;
    მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვა სულის ღმერთთან შეხვედრაა;
    მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვა განუწყვეტელი ბრძოლაა;
    მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვა ზეციური მშვიდობაა;
    ლოცვა არის სულის გასვლა სულიერ სამყაროში, სადაც ბნელი და ნათელი, სიკეთე და ბოროტება არა მარტო უფრო პოლარიზებულია, ვიდრე მატერიალურ სამყაროში, არამედ სულიერ არსებებად განსახიერდებიან და განხორციელდებიან. ამ სამყაროსთან შეხებისას სულს ძრწოლა იპყრობს - თითქოს რაღაც მისთვის უცნობი ცხოვრების კარს აღებდეს, სადაც ყველაფერი ახალი, უცნაური და საკვირველია. ამიტომაცაა ლოცვა საიდუმლო.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები