image

თემა: ღვთისმსახურთა პატივი

იოანე ოქროპირი ამბობს: „თუ მიწიერი მეფის ბრძანების აღსრულებისას შეურაცხყოფა მიაყენეთ მის მსახურს და ამისთვის დაისაჯეთ კიდეც, მაშინ რისი ღირსია ქრისტიანი, რომელიც არა მარტო პატივს არ სცემს, არამედ შეურაცხყოფს კიდეც ზეციური მეუფის მსახურს!“ მუდამ გახსოვდეთ, სადაც მღვდელმსახურის პატივისცემა არ არის, იქ პატივს არ სცემენ რელიგიას. ყველა დროის უზნეო ადამიანები ისე არაფერზე ზრუნავდნენ, როგორც ცილისწამებითა და ჭორებით მღვდლის ავტორიტეტის შელახვაზე. აი, ვის ვუჭერთ მხარს, როდესაც ეკლესიის მსახურთ განვიკითხავთ და თანაც გვგონია, რომ სიმართლისათვის ვიბრძვით.
image