image

თემა: ცოლი

263. როგორ უნდა მოიქცეს ცოლი, თუკი მისმა მეუღლემ ზარალი იწვნია?
რაოდენ მწყრალადაც არ უნდა იყო, ნურასოდეს უსაყვედურებ მეუღლეს მოწევნილი ზარალისათვის. რამეთუ შენთვის თავად იგია უმჯობესი მონაგები ყოველივე მოსაგებელზე. ნურც იმას უსაყვედურებ ქმარს ოდეს შედეგი მიზნისაებრ ვერ აღესრულება. უსამართლობა იქნება ეს, რადგან დემონთა მანქანებით ხშირად კეთილი განზრახვანიც ვერ აღწევენ მიზანს. ნურც უძლურებისათვის ყვედრი შენს მეუღლეს, რადგან მახვილში ყოველთვის არ არის ძალა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები