image

თემა: ანგელოზი

353. რას გვეტყვით მფარველ ანგელოზის შესახებ?
როცა შენი საცხოვრებლის კარს დახშავ და მარტო დარჩები, უწყოდე, რომ შენთან, ისევე როგორც თითოეულ ადამიანთან, თანაარსებობს ღმერთის მიერ ამ საქმისთვის დადგინებული ანგელოზი... ეს ანგელოზი მარად ფხიზელია და ყოველთვის შენს გვერდზე მყოფი ყველა შენს კეთილ საქმეს ხედავს და შენს ზრახვებსა და ფიქრებსაც ვერ დაუმალავ. მისი მოტყუება შეუძლებელია და უკუნი წყვდიადიც კი ვერ დაგმალავს მისგან. და მისთანავე ღმერთიც იგულისხმება შენთან არსებულად ყოველ ადგილსა თუ მდგომარეობაში, სადაც და რომელშიც არ უნდა აღმოჩნდე შენი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე, ის ღმერთი, რომელიც ყოველივეზე დიდია და ყოვლის მპყრობელია.
image
 
თემატური კითხვები