თემა: მამაო ჩვენო

995. რას ნიშნავს: „იყავ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა“?
განა რას ნიშნავს სიტყვები: „იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა“, თუ არა იმას, რომ კაცნი ანგელოზთ უნდა ემსგავსონ და როგორც ეს უკანასკნელნი ასრულებენ ღმრთის ნებას ცათა შინა, ეგრეთვე ქუეყანასა ზედა მცხოვრებთაც უნდა აღასრულონ არა თავისი, არამედ ღმრთის ნება. ამ ვედრებას კი ვერავინ წარმოთქვამს მთელი გრძნობით, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ ღმერთი ყოველივეს, რაც ჩვენ უბედურებად მიგვაჩნია, ჩვენს სასარგებლოდ ახდენს, რომ იგი უფრო მეტად ზრუნავს ჩვენი ცხონებისა და სიკეთისათვის, ვიდრე ჩვენ თვითონ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები