მოწამენი: ევსტათი, თესპესი და ანატოლი

მოიხსენიება 20 ნოემბერს (ახალი სტილით: 3 დეკემბერს)
წმიდა მოწამენი: ევსტათი, თესპესი და ანატოლი მდიდარი ვაჭრის შვილები იყვნენ და ქალაქ ღანგრაში ცხოვრობდნენ. ისინი წმიდა ლუკიანემ (ხს. 15 ოქტომბერს) მოაქცია ქრისტიანობაზე, შემდეგ კი ეპისკოპოს ანთიმოზის (ხს. 3 სექტემბერს) ხელით მოინათლნენ. ნეტარი ძმების სახლში ქრისტიანები ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ ხოლმე. ეს რომ წარმართებმა შეიტყვეს, სასტიკად აწამეს უფლის რჩეულები, შემდეგ კი ქალაქ ნიკეაში თავები მოჰკვეთეს ( 312).