ქალწულმოწამე ანტონინა

მოიხსენიება 13 ივნისს (ახალი სტილით: 26 ივნისს)
წმიდა მოწამე ანტონინა იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს ეწამა ქალაქ ნიკეაში. მტარვალები ათასგვარი სატანჯველით ეცადნენ მის მოდრეკას: ცეცხლის ალზე წვავდნენ, გახურებულ ტაფაზე აგდებდნენ, შემდეგ ცხელი შამფურებით გაუხვრიტეს ხელ-ფეხი და დილეგში ჩააგდეს, სადაც ორი წელი იტანჯებოდა. წამებამ ვერ მოდრიკა ანტონინას ახოვანი სული: ბოლოს წმიდა მოწამე ზღვაში ჩააგდეს.