image
image
117
118
119
120
image
image
Loading..
image

თემა: მოწყინება

706. რას ნიშნავს მიმოწვლილველობა?მიმოწვლილველობა ანუ მოწყინება ისაა, როცა კაცს მოეწყინება ანუ მოსძულდება თავისი თავი, ან რომელიმე კეთილი საქმე. ეს ცოდვაც ეშმაკის მანქანებისაგან მოდის. ზოგჯერ კაცს ლოცვაზე დგომა, მარხვის შენახვა ან გამუდმებული შრომა და მუშაობა მოსწყინდება. ზოგს საერთოდ თავისი სიცოცხლე მოსწყინდება და ამბობს: რა სიცოცხლეა ჩემი სიცოცხლეო და მწუხარებასა და დრტვინვას მიეცემა. მომწვლილველობა დიდი და მავნებელი ცოდვაა პირველ რიგში იმიტომ, რომ ქრისტიანი ყოველთვის მღვიძარე, ფრთხილი და სულგრძელი უნდა იყოს. ღმერთმა ადამიანს, რაც მისი ბედნიერებისათვის საჭიროა, ყოველივე მისცა. ამიტომ ვინც ღმრთისგან ბოძებულ ნიჭს კარგად მოიხმარს, ვინც გულმოდგინედ ირჯება და შრომობს, ის მოწყინებაში არ ჩავარდება. მოწყინებას მხოლოდ ზარმაცი, ცუდი ხასიათისა და ყოფაქცევის კაცი გრძნობს. ეს ცოდვა მას სხვა ცოდვებშიც ჩააგდებს, სახელდობრ, ვისაც გულში მოწყინება აქვს, ის ხშირად დრტვინავს ღმერთზე, რითაც დიდად სცოდავს.
link
image

თემა: წყევლა

845. რას გვეტყვით წყევლის შესახებ?ღმერთის სახელით კაცის შეჩვენება, ანუ წყევლა, ქრისტიანული ზნეობის საწინააღმდეგო და ყოველთა უსაშინლესი ცოდვაა. ზოგიერთი წყევლასა და შეჩვენებას ისეა მიჩვეული, რომ თითქმის ყველ წამს, მცირე რაიმეზე გული თუ მოუვიდა, მაშინვე საშინელ სიტყვებს იმეორებს: დასწყევლოს ღმერთმა, დალახვროს წმიდა გიორგიმ და სხვა მისთანები. ეს სამწუხარო ჩვეულება მრავალი ახლანდელი ქრისტიანის გულში იმისათვის არის დანერგილი, რომ ისინი დაუფიქრებლად ლაპარაკობენ და ცხოვრობენ, თავიანთ ცხოვრებასა და ხასიათს არ განსჯიან და არ განიხილავენ, თვისთა ენათა და ცუდი ზნისათვის აღვირასხმა არ შეუძლიათ... მოიშალეთ ყოველგვარი ამაოდ ხსენება ღმერთის სახელისა, უმეტესად კი – წყევლა და შეჩვენება. ღმერთი გვიბრძანებს ჩვენ: აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა, კეთილს უყოფდით მდევართა თქვენთა, შეიყვარეთ მოძულენი თქვენნი. მაშასადამე, კიდეც რომ ემართლებოდე ვინმეს, კიდეც რომ გავნოს ვინმემ, მაინც იგი არ უნდა დაწყევლო.
link
image

თემა: ნათლისღება,  სინანული

578. რატომ უწოდებენ წმ. მამები მონანიებას მეორე ნათლისღებას?ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას კაცი სულიერად იბადება, განიწმინდება და ღმერთს უერთდება. მას რომ იმ სიწმინდისა და მადლის დაცვა შეეძლოს, რომელიც ნათლისღებისას მიიღო, მონანიება და აღსარება აღარ დასჭირდებოდა; მაგრამ, რამდენადაც ეს ამქვეყნად მცხოვრებისათვის შეუძლებელია, ჩვენი უბიწოებისა და ზეციურ მამასთან შესარიგებლად მხოლოდ ერთი საშუალება – მონანიება და აღსარება დაგვრჩენია. ამიტომაც უწოდებენ წმ. მამები მონანიებას მეორე ნათლისღბას.
link
image

თემა: განსაცდელები

351. შესაძლებელია თუ არა სულიერი წარმატების მიღწევა განსაცდელის გარეშე?განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია. იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს და ზნეობას ასწორებს. განსაცდელი გამაფრთხილებელია კაცისა. ყურძნის მტევანი თუ არ გაიჭყლიტა, ღვინო არ დადგება; მსგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, კარგ ნაყოფს ვერ გამოიღებს.
link
image

თემა: ტალანტი

აწ ვიტყვი თქვენზედა: რომელნიმე აქა მდგომარეთაგანნი არიან სამოქალაქოსა მსახურებასა შინა, ანუ ესრეთ წოდებულნი ჩინოვნიკნი, მათ მიუღიათ ღვთისაგან ტალანტი იგი, რათა ემსახურონ მართლ–მსაჯულებასა, ჰყონ სიმართლე, განამართლონ უბრალონი, დასა... იხილეთ სრულად
link
image

თემა: საკუთარი თავის შეცნობა

ერთი ძველის წარჩინებული კაცი იობი ესრეთ იტყვის თავზე: „მე მარადის ვსძრწოდი და მეშინოდა ყოველთა შინა საქმეთა ჩემთა“. რას ნიშნავს ძმაო, ეს თქმა? რისა ეშინოდა იმ კაცს? ნუთუ მისნი საქმენი იყვნენ ესოდენ ბოროტნი და ცოდვილნი, რომელ მას ს... იხილეთ სრულად
link
image 655. ვინ არის მოწყალე სამარიტელი?სჯულისმეცნიერი ებრაელის კითხვას – „ვინ არს მოყვას ჩემდა?“ (ლუკ. 10, 30) – მაცხოვარმა მოწყალე სამარიტელზე იგავით უპასუხა. ავაზაკებისაგან და ჭრილ ცოცხალ–მკვდარ ებრაელს, რომელსაც გვერდი გულგრილად აუარეს მღვდელმა და ლევიტელმა, სამარიტელმა უპატრონა. თუმცა, ებრაელებს სამარიტელნი სძულდათ; წყლულები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შემდეგ სასტუმროში მიიყვანა და მის პატრონს ჩააბარა იმ პირობით, რომ იმაზე მეტს მისცემდა, რაც მის მოვლაში დაეხარჯებოდა. ამ იგავს მეორე მნიშვნელობაც აქვს. მოწყალე სამარიტელი თვით ჩვენი უფალი იესო ქრისტეა, გზაზე დაგდებული დაჭრილი კაცი მთელი კაცობრიობაა, რომელიც, ვიდრე მაცხოვარი მოვიდოდა, ავაზაკებმა, ანუ ეშმაკებმა და მათმა შხამიანმა ნაყოფებმა – ცოდვამ, ვნებამ, სულიერმა ხრწნილებამ და სიკვდილმა – ფრიად სტანჯეს. მისი მკურნალობა თავს არავინ იდვა, არც მღვდელთა და არც ლევიტელთა და აი, მოვიდა ქვეყნად მოწყალე სამარიტელი – უფალი იესო. მიეახლა ცოცხალ–მკვდარს, წყლულები შეუხვია, სცხო მას ზეთი სიტყვისა და ნუგეშინისცემისა და დაასხა ღვინო ქადაგებისა და თავისი მადლისა. თუმცა, მისი მოწყალების ღირსნი არ ვიყავით, უფალი მაინც მოვიდა ჩვენთან და მიუხედავად იმისა, რომ მისი მტერნი და მოძულენი ვიყავით, მაინც გამოგვიხსნა, იცოდა რა, რომ ეს გზა გოლგოთამდე მიიყვანდა.
link
image

თემა: ცხონება

რით განმართლდება კაცი ღვთის წინაშე? მარტო ღმერთი და მისი მადლი გაამართლებს კაცსა, თუ კაცმაც უნდა ჰქმნას რაიმე თვისდა გასამართლებელად? არიან ისეთი ქრისტიანენი, მაგალითებრ, პროტესტანტები, რომელნი ამტკიცებენ, რომ კაცს თავის მხრით არ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: საშინელი სამსჯამრო

ძმანო ჩემნო, ამ სოფლად თუმცა ვსცოდავთ ჩვენ, გარნა ყოველთვის გვაქვს იმედი ოდესმე მოვინანიოთ ცოდვა ჩვენი, თუმცა ვარღვევთ ხშირად სჯულსა, გარნა მრავალ მიზეზსა მოვიგონებთ ჩვენდა სანუგეშოდ და მრავალ–ფერად დავაჩუმებთ სინიდისსა ჩვენსა. სი... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ღვთის აღიარება

498. რა არის სჯულის აღსარება?აღსარება სჯულისა ორნაირია: სიტყვით და საქმით. სიტყვით ღმერთს ის აღიარებს, ვიცნ ენით წარმოთქვამს ქრისტეს სახელსა და მის სარწმუნოებას, ხოლო საქმით ის, – ვინც ცხოვრებითა და საქმეებით გამოხატავს იესო ქრისტეს სახარების ერთგულებას.499. რამდენად სათნოა ღვთისათვის, მხოლოდ სიტყვით რომ ვაღიარებდეთ უფალს?ვისაც სურს სათნო ეყოს უფალს, ორივე აღსარება უნდა აღასრულოს, ე.ი. სიტყვა და საქმე შეაერთოს. ვინც მხოლოდ ენით აღიარებს უფალს, ხოლო საქმით მისი მცნებების წინააღმდეგია, იგი არა თუ ქრისტიანი არაა, არამედ მოღალატეა ქრისტესი. მაცხოვარი გვასწავლის: „არა ყოველმან, რომელი მეტყოდეს მე, უფალო, უფალო და შევიდეს სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან აღასრულნეს სიტყვანი ჩემნი“.500. როგორი ცხოვრების წესით ვაღიარებთ ქრისტეს?გახსოვდეს, რომ მთელი შენი არსებით – სულითა და ხორცით – ქრისტეს ეკუთვნი, მისი სისხლით გამოსყიდული ხარ, მასთან შეერთებული, ნათლობისთანავე მისი სახელი გეწოდება, თუ კეთილად იცხოვრებ, ქრისტეს აღიარებ, უკეთუ შესცოდავ და არ მოინანიებ, მისი მოღალატე ხარ. ქრისტეს აღიარებ მაშინ, თუ გლახაკს, შენზე გაჭირვებულ ძმას შეეწევი; მისი მოღალატე ხარ, თუ მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავ. ქრისტეს ადიდებ, თუ მოყვასი, რომელიც მან შეიყვარა და მისთვის სისხლი დათხია, შენც გიყვარს; ქრისტეს უარყოფ, თუ მოყვასთაგან რომელიმე მოიძულე. ქრისტეს აღიარებ მაშინ, როცა ყოველთვის სიმართლეს ამბობ და არასოდეს იტყუები, ხოლო ღალატობ, უკეთუ მზაკვრულად იქცევი, მოყვასს ჯერ იუდასავით ამბორს უყოფ და შემდეგ ყიდი. გახსოვდეს, რა პატიოსან სასყიდელს აღუთქვამს ქრისტე მის აღმსარებლებს. რა არის იმაში დიდი და საკვირველი, რომ სახელი ქრისტესი რამდენიმე ადამიანის წინაშე აღიარო, მაშინ იგი ანგელოზთა წინაშე, ხოლო მეორედ მოსვლისას კი მთელი სამყაროს წინაშე აღიარებას აღგითქვამს.
link
image
image
117
118
119
120
image
image