image
image
1
2
Loading..
 

თემა: მღვდლობა

798. რისი სახეა მღვდელმთავრის ომოფორი?მღვდელმთავრის ომოფორი მსგავსია აარონის სამოსლისა, რომელსაც რჯულისეული მღვდელმთავრებიც ატარებდნენ. მარცხენა ბეჭზე გრძელი სუდარები ეხვიათ მათ, რაც ქრისტეს მცნებათა უღელს მოასწავებდა. ეპისკოპოსის მიერ მოსხმული ომოფორი ასაჩინოებს იმ გზააბნეული ცხვრის ტყავს, რომელიც უფალმა იპოვა, ბეჭებზე შეისვა და მის ფარაში აღრიცხა. ჯვარსაც აღნიშნავს ომოფორი, რადგანაც ქრისტემ სწორედ ბეჭზე იტვირთა თავისი ჯვარი. ამასთან, ისინი, რომლებიც ქრისტესმიერ ცხოვრებას ეშურებიან, ბეჭებით ეზიდებიან თავიანთ ჯვარს, ანუ – ტანჯვა–წამებას, რადგანაც ვნების სიმბოლოა ჯვარი.
link
 

თემა: ზიარება

521. რას აღნიშნავს წმიდა ტრაპეზი?წმიდა ტრაპეზი აღნიშნავს საფლავის ადგილს, სადაც დაასვენეს ქრისტე; მასში დევს ჭეშმარიტი და ზეციური პური, საიდუმლო და უსისხლო მსხვერპლი, რომელიც ცხოვლად შეიწირება. უფლის ხორცი და სისხლი საუკუნო ცხოვრების საჭმელად და სასმელად მიენიჭებათ მორწმუნეებს. ტრაპეზი ტახტია ღვთისა, რომელზეც ზეციერმა და ქერუბიმებზე ამხედრებულმა ღმერთმა განისვენა. ამავე ტრაპეზზე, საიდუმლო სერობის ჟამს, მოციქულთა შორის ინახ–იდგა უფალმა, რომელმაც აიღო პური და ღვინო და ეს უთხრა მის მოწაფეებს და მოციქულებს: „მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ხორცი ჩემი... სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მათ. 26, 26–28). წმიდა ტრაპეზი მონაცვლეა იმ ტრაპეზისა, რომელიც ქრისტეს ჰქონდა მოწაფეებთან.522. რას მოასწავებდა რჯულისეული ტრაპეზი?რჯულისეულმა ტრაპეზმა ცით მოვლენილი მანანის სახით წინასწარ მოასწავა ქრისტე.
link
 

თემა: ადამი და ევა

435. რას ნიშნავს პროსკომიდია ანუ კვეთა?პროსკომიდია ანუ კვეთა, რაც სამკვეთლოში სრულდება, აღნიშნავს: „თხემის ადგილს“, გოლგოთას, სადაც ჯვარს ეცვა ქრისტე. როგორც ამბობენ, აქვეა დაფლული ჩვენი პირველმამის, ადამის „თხემი“ ანუ მისი თავის ქალა. პროსკომიდია იმასაც ცხადყოფს, რომ ქრისტეს საფლავი იყო ჯვარცმის ადგილთან.436. ნაწინასწარმეტყველები არის თუ არა "თხემის ადგილის" შესახებ ძველ აღთქმაში?ხსენებული „თხემის ადგილი“ წინასწარ მოასწავა აბრაამმა, როდესაც მან ერთ–ერთ მთაზე, ღვთის ბრძანებით, ქვის საკურთხეველი სამსხვერპლო ააგო, შეშა დაუდო მას და ზედ თავისი ძე ისააკი დააწვინა, შემდეგ კი ისააკის სანაცვლოდ ვერძი შესწირა სრულნაყოფიერ მსხვერპლად. ასევე, ღმერთი და მამა–დაუსაბამო და „დღეებით დაძველებული“ – აბრაამის მსგავსად არ დაერიდა, აღთქმისაებრ, თავის დაუსაბამო ძეს, რომელიც ჟამთა დასასრულს აბრაამისვე ნათესავი ქალწულისა და ღვთისმშობლისაგან განკაცდა.
link
  963. რისი სიმბოლოა სეფისკვერი?„შესაწირავი“, რომელსაც ეწოდება, აგრეთვე, „სეფისკვერი“, „ევლოგია“ ანდა „პირველნაყოფი“ და რომლისგანაც სრულდება საუფლო ხორცის კვეთა, სიმბოლოა მარადიული ქალწულისა და ღვთისმშობლისა, რომელმაც მამისეული სათნოყოფით, ძისა და სიტყვის ნებით და სულიწმიდის მოსვლით მუცლადიღო ძე და სიტყვა ღვთისა, წმიდა სამებისაგან ერთი, და შვა იგი როგორც სრული კაცი და სრული ღმერთი. ისევე, როგორც ზეციური ღმერთი, ერთ–ერთი პირი ღმრთეებისა, ხორცს ისხმას ქალწულისაგან და არის იგი სრული კაცი და სრული ღმერთი, ჩვენივე მსგავსი ცოდვის გარეშე, ასევე საუფლო პური, თანახმად დიდი ეკლესიის გადმოცემისა, მთლიანი სეფისკვერისაგან ანუ ევლოგიისაგან, როგორც ქალწულებრივი სხეულის ხორცისაგან თუ საშოსაგან, დიაკონის მიერ რკინის იარაღით ანუ „ლახვრით: აღმოიკვეთება და სეფისკვერისაგან თვითგვამოვნად განცალკვედება. ამის მოქმედი დიაკონი პურთან ერთად გაამზადებს საუფლო სისხლსაც, რომელსაც სრულყოფა უნდა მიეცეს. როდესაც ვნების შესატყვისი დრო დადგება, სული წმიდის გარდამოსვლის ჟამს, ლოცვას აღავლენს მღვდელი, დიაკონი კი საუფლო ძღვენს წინაადააგებს და ემსგავსება იმ ანგელოზს, რომელმაც აკურთხა ღვთისმშობელი და „გიხაროდენი“ წართქვა მის მიმართ.
link
image
image
1
2