1
2
3
image
image
Loading..
image

თემა: სიკვდილის ხსოვნა,  ცოდვა

მამა გაბრიელ, ეს თავის ქალა როგორ მოხდა თქვენთან, რისთვის გინდათ?ეკლესიის საძირკველს თხრიდნენ გასამაგრებლად, მუშებმა იქ ნახეს და მომიტანეს, იცოდნენ, რომ ძალიან მჭირდებოდა, მარად სიკვდილის მოსაგონებლად. ადამიანი რომ სოკვდილზე ფიქრობს, ის ცოდვას არ ჩაიდენს
link
image

თემა: ცხოველები

ჭიანჭველას მოკვლა თუ შეიძლება?რას ამბობ, ჩემი გაჩენილია რომ მოვკლა? ვაი იმას, ვისაც მწერი არ ეცოდება. ავიღოთ მაგალითად, სპილო და ჭიანჭველა. სპილოს რაც ტვინი აქვს, იგივე აქვს ჭიანჭველას, ახლა ავიღოთ და ჭიანჭველას ტვინი ჩავდოთ სპილოს თავში, მერე მოვკლათ. რამხელა ცხოველი მოგვიკლავს. ერთი ეპისკოპოსი კიბეზე ადიოდა. ჭიანჭველაზე ფეხი რომ არ დაედგა, ფეხი მოიტეხა. თუ ეპისკოპოსმა ეს გააკეთა, ჩვენ უფრო მეტი არ გვმართებს? აქ მთავარია სულის სიფაქიზე
link
image

თემა: მცნებათა დაცვა

რა ვქნა, მცნებებს ვერ ვასრულებნუთუ ასე ძნელია, სახარების მცნებების შესრულება, ერთ ლოყაზე გაგარტყავენ, მეორე მიუშვირე. მცნებებს არასდროს გადაუხვიო. ყოველი ცოდვა მტერობაა უფლისა, ვის მტრობ, იცი რას გიზამს?
link
image

თემა: მოწყალება

მარტო გზის ფული რომ მაქვს, მათხოვარს მივცე თუ არა?რას ამბობ, სახარებაში წერია: ორი სამოსი რომ გაქვს, ერთი მიეციო, თუ ერთი გაქვს, ის მიეციო კი არ წერია. შენ რომ უკანასკნელი ფული მისცე, ფეხით წახვიდე და გზაში რამე დაგემართოს, უფლის წინაშე შენ იქნები პასუხისმგებელი. ეს ბერებისა და მონაზვნების საქმეა, ერის ადამიანებს არ ეხება
link
1
2
3
image
image