თემა: მღვდლობა

1852.რა გვეძლევა მღვდლობის საიდუმლოში?
მღვდლობის საიდუმლოში აღესრულება მღვდლად ხელდასხმა და გარდმოდის შეწევნა სულისა წმიდისა ამ ხარისხთან დაკავშირებულ მოვალეობათა ღირსეულად ტვირთვისთვის.
1853.რა შეუძლია აღასრულოს მას, ვინც მღვდლობის ხარისხში იქნა აღყვანილი?
მან უნდა:
    1. ასწავლოს ადამიანებს საღმრთო გამოცხადება,
    2. აღასრულოს საიდუმლოებანი და ღმრთისმსახურება,
    3. დაიცვას საეკლესიო წესწყობილება.
1854.მღვდლობის საიდუმლო თვით უფალ იესო ქრისტეს მიერაა დადგენილი?
დიახ, რამეთუ:
    1. ქრისტემ მოციქულებს უბრძანა, რომ როგორც მამა წარმოგზავნა იგი, ასევე გზავნის ისიც მათ და უბრძანა მოციქულებს, რათა წავიდნენ და ასწავლონ ადამიანებს საღმრთო გამოცხადება (მთ.28,19).
    2. ქრისტემ მოციქულთ ნათლისღების, ევქარისტიის, სინანულის და სხვა საიდუმლოებათა აღსრულების ძალა-უფლება მიანიჭ (მთ.28,19; ლკ.22,19; ინ.20,22-23);
    3. დაავალა მათ ეზრუნათ, რათა ეკლესიას დაემარხა ანუ დაცული და აღსრულებული ყოფილიყო მისი სწავლება, მიუთითა რომ, ბინც ეკლესიას არ დაემორჩილება, იქნება ვითარცა წარმართი და მეზვერე (მთ.18,17).
1855.როგორ აღესრულება მღვდლობის საიდუმლო?
აღესრულება ამგვარად: ეპისკოპოსი თავზე ხელს დაასხამს მას, ვინც მღვდლობის ხარისხში აღიყვანება და ლოცულობს, რათა სული წმიდა გარდმოვიდეს მასზე და მადლი მოჰფინოს ამ ხარისხის ღირსეული ტვირთვისთვის.
1856.რა ეწოდება მოქმედებას, რომელსაც ეპისკოპოსი კურთხევის დროს მოიმოქმედებს?
მღვდლად კურთხევას ,,ხელდასხმა" ანუ ბერძნულად ,,ხიროტონია" ეწოდება.
1857.ვისზე შეიძლება აღსრულდეს მღვდლობის საიდუმლო?
მღვდლობის საიდუმლო აღესრულება მამაკაცზე, რომლებსაც ამ მიზნით არჩევენ და მათ საღმრთისმეტყველო განათლება, ღმრთისმოსავი ცხოვრება და საღმრთო სამსახურისადმი ერთგულება მოეთხოვებათ.
1858.რამდენი ხარისხი აქვს მღვდლობას?
მღვდლობას აქვს სამი ხარისხი:
    1. საეპისკოპოსო,
    2. სამღვდლო,
    3. დიაკვნის.
1859.რა უფლება მოსილება ენიჭებათ ამ სამი ხარისხის მქონე მღვდელმსახურებს წმიდა საიდუმლოთა აღსრულებისას?
შემდეგი უფლებები:
    1. დიაკვანი ემსახურება საიდუმლოთა აღსრულებისას.
    2. მღვდელი ეპისკოპოსზე დამოკიდებულებით აღასრულებს საიდუმლოთ.
    3. ეპისკოპოსი საიდუმლოთაც აღასრულებს და აგრეთვე, ხელდასხმისა და ხუცესთა და დიაკონთა დანიშვნის უფლებაც აქვს.
1860.ვინ აღასრულებს ეპისკოპოსად კურთხევას და ამ ხარისხში აღყვანას?
აღასრულებს ეპისკოპოსთა კრება.
1861.კიდევ რა ეწოდება ეპისკოპოსს?
ეპისკოპოსს კიდევ ეწოდება ,,მღვდელმთავარი" ან ,,მეუფე".
1862.რას ნიშნავს ,,მღვდელმთავარი"?
ეს ბერძნული სიტყვაა და მღვდელთა უფროსს ნიშნავს.
1863.რა ჰქვია იმ ოლქს, რომელზეც ეპისკოპოსის უფლებამოსილება ვრცელდება?
იმ ოლქს ეპარქია ეწოდება.
1864.რა ეწოდება იმ სამთავროს, რომელზეც მღვდლის უფლებამოსილება ვრცელდება?
იმ სამთავროს სამწყსო ეწოდება.
1865.რა ჰქვია მღვდელს, რომელსაც გარკვეულ სამწყსოზე სულიერი უფლებამოსილება ენიჭება?
მას სამრევლო მღვდელი ან სამწყსოს მოძღვარი ეწოდება.
1866.ვის ექვემდებარებიან მღვდლები და დიაკვნები?
ექვემდებარებიან თავიანთ ეპარქიის ეპისკოპოსს.
1867.ვის ექვემდებარება ეპისკოპოსი?
ეპისკოპოსი ეპისკოპოსთა კრებულს ექვემდებარება.
1868.რა საერთო სახელწოდება აქვთ ეპისკოპოსებს, მღვდლებს და დიაკვანთ?
მათ სამღვდელოება ანუ სულიერი მწყემსნი ჰქვიათ.
1869.რა ეწოდებათ ეკლესიის წევრ არასასულიერო პირებს?
მათ მორწმუნენი ანუ ერისკაცები ეწოდებათ.
1870.რა უფლებით სარგებლობენ მორწმუნე ერისკაცები ეკლესიაში?
მათ ენიჭებათ შემდეგი უფლებები:
    1. ეპისკოპოსებთან, მღვდლებთან და დიაკვნებთან ერთად იმარხავენ წმიდა სარწმუნოებას, იმიტომ, რომ ეკლესიის ყველა წევრი ქრისტეს სხეულის ნაწილია და მირონცხების საიდუმლოში სული წმიდის ბეჭდით აღიბეჭდნენ.
    2. ისარგებლონ სასულიერო მომსახურებით, რამდენადაც ეს საეკლესიო წესებს პასუხობს.
    3. აირჩიონ თავიანთი ეპისკოპოსი წარმომადგენლების საშუალებით, მღვდლებთან და დიაკვნებთან ერთად. თუ ასეთი პირი აკმაყოფილებს საეკლესიო განწესებას, მაშინ მას ამ მოვალეობის აღსრულებისას ამტკიცებს ეპისკოპოსთა კრებული.
    4. აირჩიონ თავიანთი მღვდლები და დიაკვნები, რომლებსაც, თუკი ისინი დააკმაყოფილებენ საეკლესიო განწესებას, ამტკიცებს ეპისკოპოსი.
    5. მღვდლებთან და დიაკვნებთან ერთად ეპისკოპოსის მეთვალყურეობით აწარმოონ რელიგიური სამუშაო და მართონ ეკლესიის ქონება.
1871.რა მოვალეობა აქვთ ეკლესიაში ერისკაცებს?
ერისკაცებს ეკლესიაში ევალებათ:
    1. იხელმძღვანელონ ეკლესიის სწავლებით.
    2. მონაწილეობა მიიღონ ღვთისმსახურებაში და საეკლესიო ცხოვრებაში.
    3. შეწირულობებითა და სხვა გზებით შეეწიონ ტაძრებსა და სამღვდელოებას (იქ, სადაც სახელმწიფო არ უხდის ხელფასს სამღვდელოებას) და საერთოდ ყველას, ვინც ტაძარს ემსახურება, რამეთუ ქრისტემ ბრძანა ყველას, ვინც სახარებას ქადაგებს, ხარებულნი შეეწეოდნენ მას.
    განმარტება
    I. წმიდა პავლემ მოციქულებს ღმრთის თანაშემწენი, ქრისტეს მსახურნი და ღმრთის საიდუმლოთა მნენი უწოდა (Iკორ.3,9;4,1;).
    II. ეპისკოპოსები ეკესიაში ქმნიან ეპარქიას, ანუ უპირატესნი არიან მღვდლებზეც და ერისკაცებზეც. ეპისკოპატი იმდენაც მნიშვნელოვანია, რომ მის გარეშე ეკლესია შეწყვეტდა ასრებობას.
    III.პატივი ეცი სასულიერო პირთ და მადლობდე მათ, რამეთუ ისინი შენი სულისთვის იღვწიან.
    IV. ევედრე ღმერთს, რომ კარგი და კეთილსინდისიერი სულიერი მწყემსნი გამოგვიგზავნოს. ქრისტემ თავის მოწაფეებს უთხრა: ,,ევედრებით უფალსა სამკალისასა, რაითა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თვისსა" (მთ.9,38).
    V. სახარებისეულად ცხოვრება მსხვერპლს ითხოვს, რომელსაც ერისკაცნი (ვისაც სახარება ექადაგება) ეკლესიის სასარგებლოდ გასცემენ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები