ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: სიმდაბლე
410. და თუ ჩემს აზრს დასამდაბლებლად ვეტყვი, რომ ის სულგრძელი მოთმინება ღვთისგან კი არ იყო, არამედ ბოროტი მხიბლავდა და ამპარტავნებაში მაგდებდა, ამით ხომ არ გავარისხებ ღმერთს, რადგან ღმერთი ყველანაირი სიკეთის წყაროა?
იმის თქმა, რომ ეს ღვთისგან არ იყო საზიანო არაა. ღმერთს ეს არ არისხებს, რამეთუ ამას შენ ბოროტი აზრის უარსაყოფად ამბობ. ერთ-ერთმა წმიდანმა მასთან მისულ ძმებს უთხრა, რომ როდესაც ისინი გზაში იყვნენ, მათი სახედარი დაეცა. გაკვირვებულებმა იკითხეს, თუ საიდან იცოდა მან ეს? მას ეს თუმცა ღმერთმა აუწყა, მაგრამ ძმებს უთხრა: დემონებმა მითხრესო; და ამით ღმერთი არ გაურისხებია, რადგან ეს მათი სარგებლისთვის თქვა.