image

თემა: განსაცდელები,  სულიერი ბრძოლა

493. აბბა, შემიწყალე ღვთის გულისათვის. როდესაც მარტო ვარ და ვისვენებ, ოცნებები მიჯანყდებიან, თითქოს ვიღაც მესხმის თავს და სულიერად ცუდად ვხდები; ეს ძილის დროსაც გრძელდება და ვეღარ ვისვენებ. ამასთან, რადგან ბუნებით მშიშარა ვარ, ბრძოლა მიმძაფრდება და ვეღარ ვიძინებ. თუ ცოტა ხნით ჩამეძინა, და ისიც შფოთითა და შიშით, სხეული ისე მიუძლურდება, რომ განძრევა აღარ შემიძლია. მაგრამ, მეუფეო, ისე მომექეცი, როგორც შენ იცი, რომ ჩემთვის სასარგებლოა; ჩემო კეთილო მამაო! შემინდე მე ცოდვილს და ფრიად დატანჯულს.
ძმაო! შენ ღმერთი იმისათვის უნდა ადიდო, რომ შენზე წერილის სიტყვები მართლდება: „სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროის ძალისა თქუენისა“ (1 კორ. 10, 13). მან შენი ძალებისაებრ დაუშვა, რომ სულიერი ბრძოლები შეისწავლო. ხოლო დიდ მამებს დიდ განსაცდელში მათი ძალების შესატყვისად სცდის და მათ ეს უხარიათ, რამეთუ განსაცდელს ადამიანი წარმატებამდე მიჰყავს. სადაც სიკეთეა მოსალოდნელი, ბრძოლაც იქაა. ასე რომ, განსაცდელების ნუ გეშინია, არამედ გაიხარე მათ გამო, იმიტომ რომ, ისინი წარმატებისკენ მიგიძღვიან. არად ჩააგდო ეს განსაცდელი. ღმერთი გეხმარება და გიფარავს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები