image

თემა: საიდუმლო

695. როდესაც ვინმე საიდუმლოს მომანდობს და სიტყვით დამამოწმებინებს, რომ არავის ვუთხრა, ხოლო სხვა დამაფიცებს და მაიძულებს, რომ ვუთხრა, როგორ მოვიქცე? თუ ვიტყვი, დავამწუხრებ მას, ვინც მომანდო ის, ხოლო თუ არ ვიტყვი, შემკითხველს შეურაცხვყოფ და თანაც მისი ფიცის მეშინია.
ის, ვინც გაფიცებს და თქმას გაიძულებს, ცოდვაც მასზეა; იმიტომ, რომ ფიცის საბაბით არ შეიძლება საიდუმლოს გაცემა. ამიტომ უთხარი მას: "შენ ჩემთვის საიდუმლო რომ მოგენდო, გესიამოვნებოდა, მე სხვისთვის რომ მეთქვა ის? ხოლო თუ არ გესიამოვნებოდა, მაშინ მეც ნუ მთხოვ რომ ძმის საიდუმლო გაგანდო. რამეთუ ნათქვამია: "რაც შენ გძულს, ნურავის შეამთხვევ" (ტობ. 4, 15); და კიდევ: "ვითარცა იგი თქუენ გნებავს, რაითა გიყონ კაცთა, და თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ" (ლუკა 6, 31)".
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები