image

თემა: რჩევის მიღება

701. ერთ-ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელიც ფრიად თავშეკავებული იყო და საკუთარ სულზე ზრუნავდა, შეკითხვა გაუგზავნა იმავე ბერს: რა უფრო სასარგებლოა ადამიანისთვის, აკეთოს ის, რაც თავად ეჩვენება სასიკეთოდ, თუ მამებს ჰკითხოს?
თუკი ვინმე რაიმე კარგი საქმის გაკეთებას თვითონვე ფიქრობს და მამებს არ ეკითხება, ის რჯულს არ მისდევს და კანონიერად არაფერს აკეთებს. ხოლო ვინც რჩევით ხელმძღვანელობს, ის რჯულსა და წინასწარმეტყველებას აღასრულებს; რამეთუ გამოკითხვა სიმდაბლის ნიშანია და ასეთი ადამიანი ქრისტეს ბაძავს, რომელმაც მიიღო რა ხატი მონისაი (ფილპ. 2, 7-8), თავი დაიმდაბლა. კაცი, რომელიც რჩევის გარეშე ცხოვრობს, საკუთარი თავის მტერია. წერილი ამბობს: „რჩევის გარეშე ნურაფერს გააკეთებ“ (ზირ. 32, 19). იოანე კოლოვმაც თქვა: „თუ დაინახავ, რომ ახალგაზრდა თავის ნებით მაღლდება ზეცად, ფეხში ჩაავლე ხელი და დაბლა ჩამოაგდე“. უფრო სასარგებლოა სიმდაბლით შეკითხვა, ვიდრე თვითნებური სვლა, რამეთუ იმ ბერს, ვისაც შეკითხვას უსვამენ, შემკითხველის სიმდაბლისა და მართალი გულის გამო, უფალი ათქმევინებს სათქმელს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები