2114.რომელი საღვთისმეტყველო წიგნები აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას?
მართლმადიდებლური საღმრთისმეტყველო წიგნებია:
    1. ტრაპეზის სახარება,
    2. სამოციქულო,
    3. ფსალმუნნი,
    4. საწინასწარმეტყველო,
    5. კონდაკი,
    6. ჟამნი,
    7. კურთხევანი,
    8. პარაკლიტონი,
    9. მარხვანი,
    10. ზატიკი ანუ პასქალია,
    11. თვენი,
    12. ტიპიკონი.
2115.რა არის ტრაპეზის სახარება?
ტრაპეზის სახარება არის წიგნი, რომელიც შეიცავს ოთხ სახარებას. იგი მუდმივად არის დაბრძანებული ტრაპეზზე, მოკეცილ ოდიკზე. ღმრთისმსახურების ჟამს ამ სახარებას კითხულობს მღვდელი ან დიაკვანი.
2116.რას შეიცავს სამოციქულო წიგნი?
სამოციქულო წიგნი შეიცავს წმიდა მოციქულთა საქმეებს, მოციქულთა ეპისკტოლეებს და იოანე ღმრთისმეტყველის გამოცხადებას.
2117.რას შეიცავს ფსალმუნნი?
ფსალმუნნი შეიცავს ასორმოცდაათ ძველაღთქმისეულ საგალობელს ანუ ფსალმუნს, რომელთაგან უმრავლესობა მეფე დავითისაა.
2118.გამოიყენება თუ არ ღმრთისმსახურების დროს ძველი აღთქმის სხვა წიგნები?
ძველი აღთქმის სხვა წიგნები გამოიყენება ძირითადად დიდ მარხვაში.
2119.რა ეწოდება ძველი აღთქმის კითხვას?
ძველი აღთქმის კითხვას პარემეა ანუ საწინასწარმეტყველო ეწოდება.
2120.რას შეიცავს კონდაკი და ჟამნი?
ეს წიგნები შეიცავს ღმრთისმსახურების უძრავ საკითხებს, ავსებს ერთმანეთს და განკუთვნილია - კონდაკი მღვდლისათვის, ხოლო ჟამნები მედავითნისა და მგალობელთათვის.
2121.რას შეიცავს კურთხევანი?
კურთხევანი შეიცავს წმიდა საიდუმლოთა, პარაკლისის, პანაშვიდის, მიცვალებულთა დაკრძალვის, კურთხევისა და სხვა სახის ღმრთისმსახურებების აღსრულებისათვის განკუთვნილ ლოცვებს.
2122.რას შეიცავს პარაკლიტონი?
პარაკლიტონი შეიცავს რვა შვიდეულის საღმრთისმსახურო ლოცვებს რვა ხმაზე დაწყობილს, რომლებიც რვა შვიდეულის გასვლის შემდეგ მეორდება, და ისევ პირველი ხმით იწყება.
2123.რას შეიცავს მარხვანი?
მარხვანი შეიცავს დიდ მარხვაში საკითხავ ლოცვებსა და საგალობლებს.
2124.რას შეიცავს ზატიკი ანუ პასქალია?
შეიცავს საღმრთისმსახურო ლოცვებს წმიდა აღდგომის დღესასწაულიდან ყოველთა წმიდათა კვირამდე.
2125.რას შეიცავს თვენი?
თვენი შეიცავს ლოცვებსა და საგალობლებს ყოველი თვის ყოველი დღისთვის.
2126.რას შეიცავს ტიპიკონი?
ტიპიკონი მოიცავს ღმრთისმსახურების წლიურ ციკლს.
2127.რომელია მართლმადიდებელი ეკლესიის სამი უმთავრესი ღმრთისმსახურება?
უმთავრესი ღმრთისმსახურებებია:
    1. მწუხრი,
    2. ცისკარი,
    3. საღმრთო ლიტურღია.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
14 ოქტომბერს არის ხსენება: