image

თემა: ღვთისმსახურთა მიმართ

798. ერთ-ერთმა ქორეპისკოპოსმა იმავე ბერს ჰკითხა: ხომ არ დავტოვო ქორეპისკოპოსობა და მონასტერში წავიდე?
ჩვენ არ გირჩევთ შენდამი მინდობილი ღვთის წმინდა ეკლესიებზე ზრუნვის მიტოვებას, არამედ ღვთის შიშით დაუკვირდი საკუთარ სულს, რათა არავისგან აიღო საჩუქრები, არ განსაჯო უსამართლოდ, რომელიმე ძლიერი პიროვნებისადმი სირცხვილის გამო, დამნაშავე არ გაამართლო და უდანაშაულო არ დასაჯო. ვერცხლისმოყვარეობას განეშორე, რომელიც „ძლიერი არს ყოველთა ბოროტთაი“ (1 ტიმ. 6, 10), რამეთუ მას მეორე კერპთმსახურებას უწოდებენ“ (ეფეს. 5, 5) და ასეთიცაა სინამდვილეში. ზესთამჩნეობას ერიდე, რომ მოციქულის მოწაფე იყო, რომელიც ამბობს: „ნუ მაღალსა მას ჰზრახავთ, არამედ მდაბალსა მას შეეყვენით“ (რომ. 12, 16). კაცთმოთნე ნუ იქნები, ვინაიდან იცი რა არის ამისთვის განკუთვნილი: ის უცხოა ქრისტეს მსახურებისაგან, რამეთუ მოციქული ამბობს: „უკუეთუმცა კაცთაღა სათნოვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ“ (გალ. 1, 10). უფალს დაემორჩილე, რომელიც ამბობს: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოოთ განსუენებაი სულთა თქვენთაი“ (მათე 11, 29). შენში მრისხანება ჩააქრე, ვინაიდან ის ადამიანისთვის დაცემაა. ყველაფერი ღვთისნიერად აკეთე და მისი სახით დამხმარეს შეიძენ. ყოველთვის გეშინოდეს სიკვდილის, რამეთუ ის აუცილებლად გვეწვევა. გახსოვდეს შენი სულის გასვლის ჟამი და ღვთის წინაშე არ შესცოდავ და თუ მდუმარებას მიაღწევ, სადაც არ უნდა მდუმარებდე სიმშვიდეს და მადლს შეიძენ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები