image

თემა: ეკლესია,  მოთმინება,  წყენა

832. ჩემო მამაო! ძალიან მამძიმებენ ის ადამიანები, რომლებიც არ ერიდებიან მოყვასის წყენას. როდესაც ვეპასუხები, მათი მტერი ვხდები, დამხმარე კი არავინ მყავს და ჩემი ეკლესიიდან წასვლა მინდა.
მითხარი, ცოდვაა თუ არა მოციქულის მცნების დარღვევა? აშკარაა, რომ გადაწყვეტილებით ეს ცოდვაა. ხოლო თუ ცოდვაა, მაშინ იცოდე, რას ამბობს მოციქული: "შე-თუ-ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ" (1 კორ. 7, 27). შენ ეკლესიაზე დაგაქორწინეს. მაშ, ნუ ეძებ მის მიტოვებას, რამეთუ სხვა შემთხვევაში საკუთარ თავს ყველანაირ განსაცდელს დაუქვემდებარებ და შენს საქციელს ინანებ. ამგვარად, ყველაფერი, რაც შეგემთხვევა, მამაცურად მოითმინე და მომავალში ღვთისაგან წყალობას მიიღებ, რამეთუ მან თქვა: "რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს" (მათე 10, 22). შეეწინააღმდეგე ბოროტებას და უფალი შენს ფერხთით დაამხობს შენს მტრებს და ისინი, პირიქით, დაგიმეგობრდებიან: "სიკვდილამდე იღვაწე სიმართლისთვის და უფალი ღმერთი იბრძოლებს შენთვის (ზირ. 4, 28). დაბეჯითებით ნუ ეძებ ადამიანთა დახმარებას; რამეთუ ვისაც ადამიანის იმედი აქვს, მალე ეცემა. ღვთის შეწევნა ბევრად აღემატება ურიცხვი ადამიანების დახმარებას; რამეთუ წერილი ამბობს: "უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს, რაი მიყოს მე კაცმან?" (ფსალ. 117, 6). ასე რომ, უფლის მიერ განიმტკიცე გული, გამხნევდი, გამაგრდი, და უფალი შენთან იქნება.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
28 მარტს არის ხსენება:
მოწამენი ფილექტიმონი, გორდიანე-გრიგორი და ცოლი მისი ანატოლია და შვილნი მათნი: თეოდოსია, სებასტიანე-მარიანე, რუსიანე და მარჩბივთა შვილთა მაისთა, მცველისა დიოსი და მისთანა რვათა მესაპყრობილეთა მცველთა, სხელიქიოსი და მისთანა ორნი კერპის ხელოვანნი, ათინოგენი, (234-244) (ძვ. სტ. 15 მარტს)