ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა: სამართლიანობა, მოწყალება
წმიდაო მამაო, რას წარმოადგენს საღმრთო სამართლიანობა?
საღმრთო სამართლიანობა ის არის, როდესაც შნ აკეთებ იმას, რაც შენს მოყვასს სიმშვიდეს ანიჭებს. მაგალითად, როდესაც ახლობელს რაიმეს უყოფ, მას ნახევარს კი ნუ მისცემ,არამედ იმდენი გაიმეტე, რამდენსაც თვითონ ითხოვს. თავიდანვე ჰკითხე: "ნახევარი თუ მესამედი? წაიღე, რამდენიც გსურს". სხვას კარგი მიეცი, შენთვის კი უარესი დაიტოვე, სხვა შემთხვევაში დიდი ნაწილი გაეცი, შენ კი მცირე იკმარე. წარმოიდგინე, რომ ახლა რომელიმე დამ ათი ქლიავი შემოიტანა. აქედან თუ მე რვას შევჭამ და შენ მხოლოდ ორს დაგიტოვებ, უსამართლოდ მოგექცევი: თუ ხუთს შევჭამ და შენ დარჩენილ ხუთს გარგუნებ, ეს ადამიანური სამართლიანობა იქნება, ხოლო თუ მივხვდები, რომ ქლიავებზე თვალი მიგივიდა, ერთს შევჭამ და გეტყვი: "ძალიან გთხოვ, დანარჩენები შენ შეჭამე, დიდად არ მომწონს და თანაც მუცელს მატკიებს". - ეს უკვე საღმრთო სამართლიანობა იქნება.
ანუ, რა არის ადამიანური სამართლიანობა?
ადამიანური სამართლიანობა მაშინ ვლინდება, როდესაც ვინმესთან რამის გაყოფისას, ნახევარს მას მისცემ და ნახევარს შენთვის დაიტოვებ.
წმიდაო მამაო, სულიერ ცხოვრებაში რა ადგილი უკავიაადამიანურ სამართლიანობას?
ადამიანური სამართლიანობა სულიერი ადამიანებისთვის კი არ არის დადგენილი, არამედ იმისათვის, რომ დაამუხრუჭოს ამაქვეყნის მკვიდრნი. თუ სულიერი ადამიანი იმედს ადამანურ სამართლიანობაზე ამყარებს, ეს ნიშნავს, რომ ის ბრიყვია. იმიტომ, რომ საღმრთო სამართლიანობასთან შედარებით ადამიანური სამართლიანობა ნულის ტოლია. მაგრამ თვით იერის ადამიანიც კი, რომელმაც ამ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწია, როდესაც ადამიანურ სამართლიანობას მიმართავს, ნამდვილ სიხარულსა და სულიერ სიმშვიდეს ვერ გრძნობს.
ვთქვათ, ორი ძმა ფლობს მიწის ნაკვეთს - 10 სტრემის ფართობზე. თითოეულმა მათგანმა ადამიანური სამართლიანობიდან გამომდინარე, თავისთვის 5 სტრემა უნდა აიღოს. მაგრამ საღვთო სამართლიანობის მიხედვით თითოაულმა უნდა აიღოს იმდენი, რამდენიც მისთვის აუცილებელია. ანუ, თუ ერთ ძმას შვიდი შვილი ჰყავს, მეორეს კი - მხოლოოდ ორი; ანდა - პირველს მაღალი ხელფასი აქვს, მეორეს კი - დაბალი, მიწის უდიდესი ნაკვეთი იმან უნდა აიღოს, ვისაც მეტად უჭირს. თუკი ასეთ შემთხვევაში ერთი ძმა იმდენივეს აიღებს, რამდენსაც - მეორე, ეს უსამართლობა იქნება. თუმცა ხშირად ერის ადამიანი, რაკი იგი სულიერ განსჯას მოკლებულია, არად აგდებს იმას, რომ მის ძმას თავი ძლივს გააქვს. ის საკუთარი ქმედების უსამართლობას ვერ აცნობიერებმ. "ოჯახის წევრებს უნდა აუხსნა, რომ შენს ძმას უჭირს, რათა ისინი მიწის უმეტესი ნაწილის გაცემაზე დაითანხმო". - ეუბნები ასეთ ადამიანს, ის კი გპასუხობს: "რატომ? მე ხომ მამულს შუაზე ვყოფ და მას უსამართლოდ არ ვექცევი". მაგრამ ის რომ სულიერი ადამიანი ყოფილიყო, ცოლ-შვილის წინააღმდეგობის მიუხედავად, შეძლებდა ოჯახის წევრები დაეყოლიებინა და გაჭირვებული ძმისათვის მმულის დიდი ნაწილი გადაეცა. თუ გაჭირვებული ძმა ეტყოდა: "შენ მხოლოდ ერთი სტრემა უნდა აიღო", - მას უხმოდ უნდა მიეღო მხოლოდ ერთი, რათა მას, იმის გამო, რომ უმეტესი ნაწილი დაიტოვა, თავი უხერხულად არ ეგრძნო. როგორც არ უნდა შეხედო, განაწილება ყველაზე სამართლიანად, სახარების მიხედვითაა შესაძლებელი.
მე მანცვიფრებს აბრაამის დიდსულოვნება. როდესაც აბრაამისა და ლოთის მწყემსებმა საძოვრებისთვის ჩხუბი წამოიწყეს, აბრაამი მივიდა ლოთთან და უთხრა: "ჩვენ საჩხუბარი არაფერი გვაქვს, რომელი მხარე უფრო მოგწონს, მარჯვნივ გინდა წასვლა, თU - მარცხნივ"? ლოთი ნაწილობრივ ადამიანური სამართლიანობის მიხედვით მოიქცა, მან აირჩია სოდომი და გომორი, ანუ - ის მხარეები, სადაც მწვანე ველები იყო - საუკეთესო საძოვარი ადგილები საქონლისათვის. და რა დაატყდა შემდეგში იქ მას?! ხოლო აბრაამს, რომელიც საღვთო სამართლიანობით იყო აღძრული, სურდა, ლოთისთვის სიხარული მიენიჭებინა. ის, რომ ლოთი კარგ მინდორზე დასახლდა, აბრაამს სიხარულით ავსებდა.