image

თემა: ცხონება

როგორ გადავრჩეთ?
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე არსებითი კითხვაა. ამიტომ მასზე პასუხის გაცემისას მივმართოთ ათონელ ბერებს.
    ბერმა კითხვაზე: "როგორ გადავრჩეთ?" უპასუხა: "არსებობს სწავლება ქრისტესი და წმინდა მამათა. აღასრულეთ ეს საქმით და გადარჩებით. ცხონებისთვის უპირველესად საჭიროა ჭეშმარიტი სინანული და მცნებათა დაცავა. საჭიროა ძიება, კაკუნი, ტირილი, და განიხვნება მადლი."
    
    მღვდელსქემმონაზონი კ. ამბობდა: "ყველაზე მთავარი ცხონებისათვის არის თავშეკავება, ყურადღება საკუთარი თავის მიმართ, დუმილი. ყველაზე უარესია შფოთი, დაბნეულობა, ზედმეტი ლაპარაკი.
    
    მღვდელსქემმონაზონი ფ. ამბობდა: "ცხოვრებაში მაგალითისა და ასკეტური წიგნების კითხვის გარეშე შეუძლებელია სულიერი ცხოვრების ცოდნა. ჩვენი გონება თავისუფალი არასოდეს არ არის. ის ან ღვთიური აზრებით, ან ბოროტი აზრებით არის დაკავებული. დაიცავი სამი რამ: მზერა, სმენა, ენა და შეძლებისდაგვარად - მუცელი და დაინახავ საკუთარ ცოდვებს, შეიცნობ ღმერთს, ისწავლი სიკვდილის ხსოვნას. ამის გარეშე კი ყველაფერი ამაოა. მიწაზე განდიდებისაკენ მიდრეკილება და კაცთმოთნეობა ყოველგვარ სიკეთეს გვართმევს. ხსნის გზა ჯვრის გზაა და არა შეღავათიანი ცხოვრება".
    
    მეუდაბნოე: მ. ამბობდა:"ცხონებისათვის საჭიროა სიწმინდის მოხვეჭა და ყველასთან მეგობრობისათვის თავის არიდება".
    
    მეუდაბნოე: ბ. ამბობდა: "თავისმოყვარეობა და ხორცის პატივი ჩვენი ცხონების მტერია, რომელიც უფალს განგვაშორებს".
    
    მეუდაბნოე ს. ამბობდა: ცხონებისათვის საჭიროა ლოცვასთან ერთად ყურადღება, სიმშვიდე და მოთმინება. კეთილგონიერების პირობებში ცდუნებისაგანაც შეიძლება სიკეთის მიღება."
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები