ავტორი:
მამა ვალენტინი მორდასოვი
თემა: ნაყროვანება მუცელღორობა, გემოთმოყვარება, სხეული
შეიძლება მოღვაწემ გემრიელად მიირთვას? რა ხდება როდესაც ასიამოვნებ ხორცს ჭამა-სმით, ანებივრებ ზედმეტი დასვენებითა და ძილით?
მოღვაწემ, თუ კი ის ცოდვებს ებრძვის, გემრიელად არ უნდა მიირთვას. მან მოთმინებით უნდა გადაიტანოს სურვლებთან ბრძოლა. რაც მეტად აამებ ხორცს, ის მეტად ჭირვეული, მომთხოვნი, აზიზი და მოუთმენელი ხდება, უჭირს გაჭირვების გადატანა და ა. შ. ყოველგვარ გადაჭარბებას ჭამა-სმაში სულის მოდუნება და მოყვასის სიყვარულის დაკარგვა მოსდევს.