image

თემა: ლოცვა,  ცოდვა,  წყევლა

სულის რა მდგომარეობის დროს შეირაცხება ლოცვა ცოდვად?
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ლოცვას ისე იწყებს, რომ თავის მტრებსა და შეურაცხმყოფელებს არ შეუნდობს. თქვა უფალმა: "რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ" (მთ. 7, 2). თუ ჩვენ არ შევუნდობთ კაცს, არც ღმერთი მოგვიტევებს ცოდვებს - ისინი ქვის მეწყერივით დაფარავენ ჩვენს ლოცვას.
    ლოცვისას ზოგიერთი ღმერთს სთხოვს თავისი შეურაცხმყოფელების დასჯას და სიკვდილს, წყევლის თავის მტრებს, ზოგჯერ კი ახლობლებსაც. მაგრამ წყევლა ორლესული მახვილია: იგი განგმირავს იმასაც, ვინც ამ წყევლას წარმოთქვამს და იმასაც, ვისაც წყევლიან.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
14 ოქტომბერს არის ხსენება: