ავტორი:
მამა ვალენტინი მორდასოვი
თემა: ცოდვა, ღმერთი, ცხონება
რომელი ცოდვა უფრო მეტად ახასიათებს თანამედროვე საზოგადოებას?
დღეს საზოგადოებაში მოდად ქცეულა, არ ვილაპარაკოთ უფალსა და ცხონებაზე, მაშინ, როდესაც ადრე მხოლოდ ამ ძვირფას თემებზე საუბრობდნენ. რისკენაც გული მიგვიწევს, იმაზე საუბარიც უფრო სასიამოვნოა. თანამედროვე ადამიანების საუბარს თუ მოუსმენთ, ვერ ვიტყვით, რომ მათ ღმერთი უყვართ და მასზე ფიქრობენ... გამოდის, რომ უფალსა და ჩვენ მთავარ საქმეებზე - ცხონებაზე საუბარი საზოგადოებაში მიღებული სასაუბრო თემებიდან გამორიცხულია.