image

თემა: სიმდიდრე,  სიღარიბე,  მწუხარება

28. უცნაური რამაა! ღარიბ–ღატაკთა ჭმუნვის მიზეზი არსობის პურის უქონლობაა, მდიდრები კი, რომლებიც ღვთისგან ბოძებული ყოველგვარი სიკეთით სავსენი არიან, უფრო დიდი მწუხარებებით არიან მოწყლულნი. რას უნდა ნიშნავდეს ეს? ან ვინ არის ამის მიზეზი?
ჩვენი სულიერი მდგომარეობა. კაცობრივი გონებისთვის მიუწვდომელი ღვთის განგება ყოველივეს ჩვენს სასარგებლოდ იქმს. უდარდელი ცხოვრება რომ გვქონოდა, თავდავიწყებასა და ამა სოფლის მაცდუნებელ სიმამეებს მივეცემოდით, რომლებიც მხოლოდ ვნებს სულს და ღმერთს გვაშორებს. მწუხარებით შეურვებულ გულს კი, რომელიც ერთგვარად უკვე მკვდარია ამა სოფლისათვის, ვეღარაფერი ატყვევებს. ჭეშმარიტი ნუგეშის ვერსად მპოვნელი, იგი მხოლოდ ღვTისკენ მიილტვის და მისი მოწყალების უზომო სიღრმიდან აღმოივსებს უშრეტ სიხარულს. ღმერთი სიყვარულია და სწორედ ეს სიყვარული აიძულებს ხოლმე მწუხარებანი მოგვივლინოს, რაკიღა ხედaვს, რომ დალხენილი ცხოვრება ჩვენთვის უსარგებლოა. „რომელი uყვარს უფალსა, სწავლის – ამბობს წმიდა წერილი და სტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის“ (იგავ. 3, 12).
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
14 ოქტომბერს არის ხსენება: