image

თემა: ღვთის ნება,  სულიერი მოძღვარი,  საკუთარი ნების უარყოფა

48. მრავალნი იტყვიან: ჩემი მოძღვარი გამოუცდელია და ვერ მაძლევს სათანადო დარიგებას. სწორია თუ არა ასეთი მსჯელობა?
თუ ვინმე ჭეშმარიტად დაიმდაბლებს თავს და დატოვებს თავის ნებას და სურს ღვთისათვის მთელი გულით მიენდოს თავის მოძღვარს, ასეთმა ჩვილ ბავშვსაც რომ ჰკითხოს, არ დატოვებს ღმერთი, არამედ განანათლებს ბავშვის გონებას, რათა ასწავლოს ღვთის ნება. ხოლო თუ სარწმუნოებითა და სიმდაბლით არ იკითხავს, როგორ აღასრულოს ღვთის ნება, ასეთმა წინასწარმეტყველსაც რომ ჰკითხოს, მისი გულისაებრ ეტყვის არასწორს და სწორადაც რომ უპასუხოს, ვერ აღასრულებს მის რჩევას და უფრო დიდ სასჯელს მიიღებს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
14 ოქტომბერს არის ხსენება: