ავტორი:
წმ. კვიპრიანე კართაგენელი
თემა: ეკლესია
88. როგორ ახასიათებენ წმ. მამები განხეთქილებაში მყოფ მღვდელმსახურთ და ვის ადარებენ მათ?
იგია ურჩიმონა, უსჯულო შვილი, ბოროტი ძმა, ეპისკოპოსთა შეურაცხმყოფელი და მღვდელთაგან განდგომილი, იგი სხვა საკურთხევლის აღმართვას ბედავს, სხვა ლოცვების შედგენას იწყებს უჯერო სიტყვებით, ცრუ მსხვერპლშეწირვით ბილწავს ღმრთისადმი შეწირული მსხვერპლის ჭეშმარიტებას და არც კი უნდა გაიგოს, რომ ღმრთაებრივი განწესების წინააღმდეგ მოქმედი ღმრთაებრივი ნებითვე დაისჯება უგუნური კადნიერებისათვის. ასე დაისაჯნენ კორე, დათანი და აბირონი, რომლებიც მოსესა და მღვდელ აარონის წინააღმდეგ აღდგნენ და მსხვერპლშეწირვის უფლების მისაკუთრება დააპირეს, მიწა გაირღვა, ღრმა უფსკრული გაჩნდა და ცოცხლივ შთანთქა ისინი. მხოლოდ შფოთისთავებს როდი ეწიათ ღმრთის რისხვა, ცეცხლმა შემუსრა მათი უგუნურების მოზიარე და მიმდევარი 150 კაციც (რიცხვთა 16)