ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: ლოცვა, ლოცვის ხანგრძლივობა
172. რა ხანგრძლივობითაა სასურველი ლოცვა?
თითოეული ადამიანისათვის ლოცვის რაოდენობა განისაზღვრება მისი ცხოვრების წესისა და სულიერი და ხორციელი ძალების მიხედვით. ქვრივის მიერ ტაძარში მიტანილი ორი მწვლილი, რაც მთელს მის ქონებას შეადგენდა, მართლმსაჯული ღმერთის სასწორზე უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მდიდართა მნიშვნელოვანი შესაწირი. ასე იმსჯელე ლოცვაზეც: დაუდგინე შენს თავს ლოცვის ის რაოდენობა, რომელიც შეესაბამება შენს ძალებს.