ავტორი:
წმ. ბასილი დიდი
თემა: ეშმაკი
239. რა არის ეშმაკი და რატომ ეწოდება სატანა?
სატანა იმიტომ ეწოდება, რომ მტერია სიკეთისა. "სატანა" ებრაული სიტყვაა და ნიშნავს მოწინააღმდეგეს, როგორც წერია მეფეთა წიგნში: "აღუდგინა ღმერთმა სოლომონს სატანა ადერ, მეფე ასურთა" (3 მეფ. 11.14). ხოლო ეშმაკი ეწოდება იმიტომ, რომ შემასმენელია. "ეშმაკი" თარგმანებით ნიშნავს შემასმენელს. იგი ცოდვების ჩადენაში შეგვეწევა, არის შემასმენელი, უხარია ჩვენი წარწყმედა და განაქიქებს ჩვენს საქმეებს. ხოლო იგი არის უხორცო (ეფეს. 6. 12) და მთავარი ამა ქვეყნისა.