image

თემა: აღსარება,  სასოწარკვეთილება,  სიკვდილის მოლოდინი

314. როგორ უნდა შეხვდეს ადამიანი მოახლოებულ სიკვდილს?
როცა უფალი ძალთა მძიმე ავადმყოფობით ან სხვა გზით გვამცნობს მოახლოებულ სიკვდილს, მაშინ განსაკუთრებული გულმოდგინებითაა საჭირო მისთვის შემდეგი სახით მზადება:
     1) 1) ავადმყოფმა დროულად მოინანიოს ცოდვები, თქვას აღსარება, განიწმინდოს სინდისი, ეზიაროს, იცხოს ზეთი და დამშვიდებული სულით მთლიანად მიენდოს ღვთის ნებას. 2) 2)
     დროულად უნდა მოიგვაროს საშინაო საქმეები, შეადგინოს ანდერძი, შეურიგდეს ყველას; აპატიოს მტრებსაც... შემდეგ კი იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეხვდება სიკვდილს და როგორ წარდგება ღვთის წინაშე.
     3) 3) ეშმაკი ცდილობს ამ დროს მიიყვანოს ადამიანი სასოწარკვეთილებამდე – სულის სიკვდილამდე. ამ დროს ავადმყოფმა განსაკუთრებული მხურვალებით უნდა შესთხოვოს ღმერთს, განამტკიცოს მასში უფლის რწმენა, იმედი და სიყვარული.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
28 მარტს არის ხსენება:
მოწამენი ფილექტიმონი, გორდიანე-გრიგორი და ცოლი მისი ანატოლია და შვილნი მათნი: თეოდოსია, სებასტიანე-მარიანე, რუსიანე და მარჩბივთა შვილთა მაისთა, მცველისა დიოსი და მისთანა რვათა მესაპყრობილეთა მცველთა, სხელიქიოსი და მისთანა ორნი კერპის ხელოვანნი, ათინოგენი, (234-244) (ძვ. სტ. 15 მარტს)