image

თემა: სინანული,  ცოდვა

428. რა არის მომაკვდინებელი ცოდვა?
მომაკვდინებელია ცოდვა, როცა ის სამუდამოდ კლავს ადამიანის სულს. თუ ასეთი ცოდვა კაცმა სათანადოდ არ მოინანია და ცოდვილი გარდაიცვალა, მაშინ დემონი მიიტაცებს მის სულს და ჩაიყვანს ქვესკნელად, ბნელსა და სულისშემხუთველ უფსკრულში. ჯოჯოხეთში, სამუდამო ტანჯვისათვის.
429. რომელი ცოდვა ითვლება მომაკვდინებელ ცოდვად?
მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება: ერესი, მწვალებლობა, ქრისტეს რჯულისაგან განდგომა, ღვთის გმობა, გრძნეულება და ჯადოქრობა, კაცთა კვლა და თვითმკვლელობა, სიძვა და მრუშობა, მკრეხელობა, ძარცვა–გლეჯა, ქურდობა და ყველანაირი დაუნდობელი და არაადამიანური შეურაცხყოფა.
431. რა ელის მას, ვინც მომაკვდინებელი ცოდვების მოუნანიებლად გარდაიცვლება?
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მომაკვდინებელი ცოდვა სულს ღუპავს. თუ ვინმე ისე მიიცვალა, რომ ვერ მოასწრო ცოდვათა მონანიება, მისი სული ჯოჯოხეთში მოხვდება, მას ცხონების იმედიც კი აღარ უნდა გააჩნდეს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
14 ოქტომბერს არის ხსენება: