image

თემა: სექტანტობა

513. როგორ ქმედებას კრძალავს უფალი მწვალებლების მიმართ და როგორს – არა?
რა იგულისხმა უფალმა, როდესაც თქვა: „ნუუკუე შეკრებასა ღუარძლისასა აღმოჰფხურათ იფქლიცა“ (მათ. 13. 29)? ან ის, რომ აიღებთ რა იარაღს და დაიწყებთ მწვალებელთა მოკვლას, აუცილებლად გაანადგურებთ მათთან ერთად ბევრ წმინდანსაც; ან ის, რომ ბევრი ამ ღვარძლთაგანი შეიძლება გამოიცვალოს და იქცეს იფქლად. მაშასადამე, თუ თქვენ, – ამბობს უფალი, – აღმოფხვრით მათ ნაადრევად, მაშინ გამოასალმებთ სიცოცხლეს ადამიანებს, რომელთაც კიდევ ჰქონდათ დრო გამოცვლისა და გამოსწორებისა და ამგვარად, მოსპობთ იმას, რაც შეიძლება იფქლად ქცეულიყო. ამდენად, უფალი არ კრძალავს მწვალებელთა მოთოკვას, პირის დახშობას მათთვის, მათი კადნიერების შეკავებას, მათი თავყრილობებისა და შეთქმულებების დარღვევას, არამედ კრძალავს მათ მოკვლასა და მოსპობას.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები