ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: მოწყალება, სიმდიდრე
824. რას ეტყოდით ისეთ მდიდარ ადამიანს, რომელიც შიშობს, რომ მოწყალების გაცემით დაილევა მისი სიმდიდრე?
რისი გეშინია შენ, განა, მოწყალებით დაილევა შენი სიმდიდრე? არა, მიეცი წყალობა, სწორედ ამით არ შემცირდება იგი, არამედ კიდევ უფრო მეტი შეემატება, რადგანაც მას ზეციური სიკეთენიც შეერთვება.