image

თემა: ბერ მონაზვნობა

864. როგორ ახასიათებენ ჭეშმარიტ ბერებს წმ. მამები?
ისინი არ განიცდიან იმ ნეკნის საჭიროებას, რომელსაც ეყვარებოდა საკუთარი სხეული, არ ეყრდნობიან ნორჩ ხელებს, ე.ი. თავიანთ შვილებს, არ სასოებენ ნათესავებსა და მეგობრებს, სისხლსა და ხორცს, რომელიც ცისკარსავე განქარდება; ქალაქებსა დასაზოგადოებაში მათ თავიანთი თავდაჯერებული სიმტკიცით როდი მოაქვთ თავი, არც სწრაფწარმავალ ადამიანურ დიდებას მიელტვიან; არამედ ღვთისაკენ მიაპყრობენ რა მთელს თავიანთ გონებას, ღვთაებრივ უმტკიცეს ლოდს მიაჯაჭვავენ საკუთარ გემბანს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები