image

თემა: განსაცდელები

969. დღეს ხშირია ამგვარი გამოთქმები – ესა და ეს ადამიანი მაბრკოლებს. როგორც შეიძლება, რომ დავაღწიოთ თავი დაბრკოლებებს?
1) ნუ უყურებთ სხვა ადამიანებს, რასაც არ უნდა სჩადიოდნენ, ან როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი. არამედ ღვთის სიტყვას მიაპყარით სმენა;
    2) იფიქრეთ და მიჰბაძეთ მაცხოვრის წმინდა ცხოვრებას; იგი გვასწავლის, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რათა სათნო ვეყოთ მას;
    3) სმენა და მზერა მოარიდეთ მავნე საგნებს, რადგანაც მათი მეშვეობით ყოველგვარი ბოროტება შემოდის ჩვენს გულში.
    4) უფრო მეტი დრო დაჰყავით შინ, განმარტოებაში, რადგანაც მარტო ყოფნით არანაირი საცდური არ შგხვდებათ.
    5) ხშირად ილოცეთ, გულშემუსრვილნი ევედრეთ ღმერთს, საცდურისაგან რომ განგარიდოთ: „მოაქციენ თვალნი ჩემნი რათა არა იხილონ ამაოება და გზასა შენსა მაცხოვნე მე.“ (ფსალმ. 118,37).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
28 მარტს არის ხსენება:
მოწამენი ფილექტიმონი, გორდიანე-გრიგორი და ცოლი მისი ანატოლია და შვილნი მათნი: თეოდოსია, სებასტიანე-მარიანე, რუსიანე და მარჩბივთა შვილთა მაისთა, მცველისა დიოსი და მისთანა რვათა მესაპყრობილეთა მცველთა, სხელიქიოსი და მისთანა ორნი კერპის ხელოვანნი, ათინოგენი, (234-244) (ძვ. სტ. 15 მარტს)