სასწაული ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა, რომელი იყო მიასინეს
მოიხსენიება 1 სექტემბერს (ახალი სტილით: 14 სექტემბერს)
სასწაული ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა, რომელი იყო მიასინეს. იმპერატორ ლეონ ისავრიელის (717-741) მეფობაში, ხატთაყვანისმცემელთა დევნისას, მიასინეს სავანის (სომხეთში, ქ. მელიტინის მახლობლად) კუთვნილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ღვთისმბრძოლებმა აზურის ტბაში ჩააგდეს. ასზე მეტი წლის შემდეგ, როცა კვლავ იზეიმა მართლმადიდებლობამ, ხატი სრულიად დაუზიანებლად ამოტივტივდა ტბის ზედაპირზე. ეკლესია ყოველწლიურად იხსენებს 864 წლის 1 სექტემბერს მომხდარ ამ სასწაულს.