წმიდა ფოსტირიოს მეუდაბნოე და მინა მონაზონი

მოიხსენიება 5 იანვარს (ახალი სტილით: 18 იანვარს)
ღირსი ფოსტირიოს მეუდაბნოე მაღალ მთაზე მოსაგრეობდა. თავისი სასწაულებით და წმიდა ცხოვრებით მრავალი დაიცვა ერეტიკოსთა მომწამვლელი სწავლებისაგან.

ღირსი მინა 50 წელი მოღვაწეობდა სინას მონასტერში. მშვიდობით მიიცვალა VI საუკუნის II ნახევარში.