ღირსმოწამე კარტერი - კესარიელი ხუცესი

მოიხსენიება 8 იანვარს (ახალი სტილით: 21 იანვარს)
წმიდა მოწამე კარტერი ხუცესად მსახურობდა კაბადოკიის კესარიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს. მან უფლის სადიდებლად ააგო ტაძარი და დიდი მრევლიც შემოიკრიბა. როცა მისი მოღვაწეობის შესახებ ოლქის გამგებელს ამცნეს, ის მდევნელებს განერიდა, მაგრამ უფალი გამოეცხადა მას და უთხრა: "კარტერი, წადი და წარსდექი გამგებლის წინაშე – მე შენთან ვიქნები. მრავალი ტანჯვის დათმენა მოგიწევს ჩემი სახელისათვის. ბევრი განმტკიცდება და ცხონდება შენს მიერ.”

სიხარულით აღვსილმა წმიდანმა მადლობა შესწირა უფალს და ნებით ჩაბარდა მტარვალებს. ნეტარ მამას თავდაპირველად ჯოხებით სცემდნენ, შემდეგ კი ხეზე ჩამოკიდეს, ხელ-ფეხის ფრჩხილები დააძვრეს და რკინის კავებით უჯიჯგნეს სხეული. კარტერს უფლის ანგელოზი უმსუბუქებდა ტანჯვას. გახურებული რკინითაც დიდხანს აწამეს ქრისტეს მხნე აღმსარებელი, ბოლოს კი დილეგში ჩააგდეს. აქ წმიდანს თავად უფალი გამოეცხადა, განკურნა, ბორკილებისაგან გაანთავისუფლა და საპყრობილიდანაც გამოიყვანა. ამ სასწაულის მოწმე მრავალმა ადამიანმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, ნათელიღო და განკურნა სნეულებათაგან.

უღმრთოებმა კვლავ შეიპყრეს კარტერი, სასტიკად აწამეს და ბოლოს მახვილით განგმირეს.