მოწამენი: ფრონტასი, სევერინე, სევერიანე და სილანე

მოიხსენიება 4 ივნისს (ახალი სტილით: 17 ივნისს)
მოწამენი: ფრონტასი, სევერინე, სევერიანე და სილანე ქრისტესთვის ეწამნენ იმპერატორ კლავდიუსის (41_54) დროს. ისინი პეტრაგორიის ეპისკოპოსმა ფრონტონმა გაგზავნა ღვთის სიტყვის საქადაგებლად სამხრეთ გალიაში (დღევანდელ საფრანგეთში). ამ მხარის წარმართმა მმართველმა, სკვირიდონმა შეიპყრო წმიდანები და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა.

გამხეცებულმა სკვირიდონმა ბრძანა, ქალაქგარეთ გაეყვანათ აღმსარებლები, ძელზე მიემსჭვალათ და თავში ლურსმნები ჩაერჭოთ ეკლის გვირგვინის მსგავსად.