დაწყება ინდიქტიონისა - ეკლესიურის ახლისა წელიწადისა

მოიხსენიება 1 სექტემბერს (ახალი სტილით: 14 სექტემბერს)
დაწყება ინდიქტიონისა - ეკლესიურის ახლისა წელიწადისა. ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: "სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე ... ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული" (ლკ. 4. 18-19).

312 წლის 1 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა (306-337) გამანადგურებელი დამარცხება აგემა მაქსენციუსს (307-312), რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ. ამ ორი მოვლენის აღსანიშნავად უძველესი (როგორც ვარაუდობენ, I მსოფლიო კრების) დროიდან ეკლესიაში წელიწადის ათვლა 1 სექტემბრიდან იწყება.

შემდეგ თანდათანობით დამკვიდრდა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვრიდან, მაგრამ საეკლესიო ახალი წელი დღესაც იწყება და იდღესასწაულება 1 სექტემბერს. ამ დღეს წმიდა ეკლესია "ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს" შესთხოვს, "აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა".