თემა: განსაცდელები, მოთმინება რომელი ტანჯვაა დიდი?ყველა ტანჯვა დიდია, რომელსაც ღვთის გულისათვის ვითმენთ. link
თემა: რწმენა 198. რა არის რწმენა?რწმენა თავისუფალი, ნებისმიერი ძალისხმევაა სულისა, რომელსაც ყოველივე სჯერა, რაც ღმრთისაგან გვეუწყა საღმრთო წერილისა და წინასწარმეტყველთა გზით. link
თემა: ცრურწმენა 697. რა არის ცრურწმენა?ყოველგვარი სხვა რწმენა, გარდა რწმენისა წმიდა ჭეშმარიტებაში, არის ცრურწმენა. link
თემა: უსამართლობა, სამართლიანობა ვინ არის ღვთისმოსავი?ღვთისმოსავია ის, ვინც უსამართლოდ არავის ექცევა. link
თემა: პირფერობა 315. რა არის პირფერობა?პირფერობა მოყვასის წინააღმდეგ დაფარული ბოროტმოქმედებაა, სიკეთის ნიღბით ჩადენილი. link
თემა: მოწყალება რა ვუყოთ ნაპოვნს?თუ ფულს, ან რაიმე ნივთს იპოვი, მოძებნე პატრონი და დაუბრუნე; ვერ ნახავ? მიეცი ღარიბს ან შესწირე ტაძარს, რადგან ეს ქონება ღვთისაა (წმ. თეოფანე დაყუდებული). link
თემა: ცოდვა, სინდისი როგორ შევიცნოთ ცოდვა?ყველაფერი რაც შეურაცხყოფს სინდისს და ატკბობს ხორცს, ცოდვაა. link