თემა: ღვთის იმედი, ნუგეშინისცემა, საკუთარი თავის განკითხვა, ცოდვა თუ ადამიანი ძალიან განიცდის თავის ცოდვიანობასა და უმადურობას ღვთის წინაშე, მაგრამ ამასთანავე დიდად სასოებს მას, მაშინ მისგან უდიდეს ნუგეშინისცემას იღებს. link
თემა: ლოცვა, განმარტოება როცა ადამიანი სულიერად ჯანსაღია და სხვებს განეშორება იმისათვის, რომ მეტად დაეხმაროს თავისი ლოცვით, მაშინ იგი ყველას წმინდანად მიიჩნევს, საკუთარ თავს კი – ცოდვილად. link
თემა: განსაცდელები, ჯვარი ღმერთი, თავის ერთგულ შვილებს, რომლებიც ჯვრების ტარებაში თავის თანამოძმეებს ეხმარებიან, სულიერად აძლიერებს და საკუთარი ჯვრებისაგან (განსაცდელებისაგან) ათავისუფლებს. link
თემა: სიკეთე როგორც ღვთის სიკეთე ყველაფერს სასიკეთოდ იყენებს, ასევე ჩვენც, მისმა ქმნილებებმა, ყველაფერი სიკეთისათვის უნდა გამოვიყენოთ, რათა თავსაც მოვუტანოთ სარგებელი და სხვებსაც. link
თემა: სიყვარული, სიყვარული მოყვასისადმი, მადლი, გარეგნობა შინაგანი სიყვარული ყოველთვის გამოსჭვივის, რადგან იგი ადამიანის გარეგნულ იერსაც კი ატკბობს და ამშვენებს მას საღმრთო მადლით, რომლის ბრწყინვალების დაფარვაც შეუძლებელია. link
თემა: სიმართლე, შეურაცხყოფა, კეთილი საქმეები უგუნურია კაცი, რომელიც ადამიანურ სიმართლეს დაეძებს, ხოლო კიდევ უფრო უგუნურია, ვინც არც სხვებისგან მიყენებულ შეურაცხყოფებს ივიწყებს და არც სხვების მიმართ გაწეულ სიკეთეს. link
თემა: უფალი იესო ქრისტე ვინც ქრისტეს განეშორება, ღვთაებრივ ნათელს აკლდება, რადგან ტოვებს მზიურ მხარეს და უგუნური იქით მიილთვის, სადაც მზე არ ანათებს. ამის შედეგად კი ცივდება და სულიერად სნეულდება. link
თემა: განმარტოება როცა ადამიანი განმარტოებულია, მისი სული თავს მსუბუქად გრძნობს, გული კეთილკრძალულად განირთხმება ღვთის წინაშე, თანდათან ტეხს გარშემორტყმულ უხეშ ნაჭუჭს და მისგან თავისუფლდება; link
თემა: იესოს ლოცვა, ლოცვა, ადამიანის სიყვარული ღვთისადმი ნეტარია, ვისაც გულში მთავარი ღერძი – ქრისტე ჰყავს; სიყვარულით აღვსილი შეუჩერებლივ ტრიალებს მისი წმიდა სახელის გარშემო და ღაღადებს: "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე". link
თემა: შეურაცხყოფა, სიმდაბლე, ცხონება ვინც სიმდაბლით იდრიკება და სხვებისაგან დარტყმებს ითმენს, იგი სიმსუქნისაგან იზღვევს თავს, სულიერ სილამაზეს აღწევს, როგორც ანგელოზებს გააჩნიათ, და სამოთხის იწრო კარიბჭეში შედის. link