image
image
2
3
4
5
6
image
image
Loading..
image

თემა: სახარება,  ცოდვა

ცოდვების ხედვა, იმ დაცემის ხედვაა, რომელშიც კაცთა მთელი მოდგმა იმყოფება, ღვთის განსაკუთრებული ნიჭია. გამოითხოვე მისგან ეს ნიჭი და შენთვის უფრო გასაგები გახდება ზეციური მკურნალის - სახარების ხმა.
link
image

თემა: სიყვარული მოყვასისადმი,  გული

ნუ გეგონება, საყვარელო ძმაო, თითქოს მოყვასის სიყვარულის მცნება ასეთი ახლობელი იყოს ჩვენი დაცემული გულისათვის: მცნება სულიერია, გულს კი სისხლი და ხორცი მართავს: მცნება ახალია, ჩვენი გული კი - ძველი.
link
image

თემა: განუწყვეტელი ლოცვა,  ლოცვა

ახალბედებს წმ. მამები ურჩევენ ხშირ, მაგრამ ხანმოკლე ლოცვას, ხოლო როდესაც გონება მომწიფდება სულიერი მოღვაწეობისათვის, გამოიწრთობა და განმტკიცდება, მაშინ უკვე განუწყვეტელი ლოცვის უნარიც მიეცემა.
link
image

თემა: ცხონება,  წმინდანთა სწავლების კითხვა

მამათა ნაწერების კითხვა, სული წმიდით მოსილი მამების უკიდურესი შემცირების გამო, გახდა უმთავრესი სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც ცხონება სურს - მეტიც, ვინც ქრისტიანული სრულყოფის მიღწევას ესწრაფვის.
link
image

თემა: სინანული,  წუთისოფელი

ცრუა და მაცთური ამსოფლიური ცხოვრების გზა: ახლად მოსულს იგი უსასრულო ასპარეზად ეჩვენება, რომელიც სინამდვილე ჰგონია, იმას კი, ვინც უკვე გალია ეს გზა, ფუჭი ზმანებებით მოფენილ უმოკლეს ბილიკად. შეინანეთ!
link
image

თემა: სიყვარული მოყვასისადმი,  ადამიანის სიყვარული ღვთისადმი

ქრისტიანული სრულყოფილება მოყვასისადმი სრულ სიყვარულში მდგომარეობს, მოყვასისადმი სრული სიყვარული კი - ღმერთის სიყვარულში, რომლისთვისაც არ არსებობს სრულყოფილება, არ არსებობს წარმატების მწვერვალი.
link
image

თემა: სახარების კითხვა,  წმინდანთა სწავლების კითხვა,  მცნებათა დაცვა,  სიმდაბლე,  ადამიანის სიყვარული ღვთისადმი

სახარება და ჭეშმარიტი ეკლესიის წმ. მამათა თხზულებები დაიდე სახელმძღვანელოდ, სიმდაბლის საფეხურებით შეუყევი საღმრთო სიყვარულის სიმაღლისაკენ მიმავალ კიბეს, მუდამ თან გახლდეს ქრისტეს მცნებების დაცვა.
link
image

თემა: ცოდვა,  სახარება

ცოდვილ გულისსიტყვებს, ოცნებებსა და განცდებს სიმდაბლითა და სარწმუნოებით დაუპირისპირე სახარების მცნებები და წმ. პატრიარქ იოსებთან ერთად თქვი: "და ვითარ ვქმნე საქმე ბოროტი და ვცოდო წინაშე ღმრთისა?" (დაბ. 39, 9).
link
image

თემა: სიყვარული,  სიყვარული მოყვასისადმი

ჩვენი ბუნებრივი სიყვარული დაცემით არის შერყვნილი. იესო ქრისტე გვასწავლის, რომ იგი (ბუნებრივი სიყვარული) უნდა მოვაკვდინოთ და სახარებიდან გადმოვიღოთ მოყვასისადმი წმინდა სიყვარული - ქრისტესმიერი სიყვარული.
link
image

თემა: საკუთარი თავის უარყოფა,  მცნებათა დაცვა

ყველაფერი შესწირე მსხვერპლად სახარების მცნებების შესრულებას - ასეთი მსხვერპლის გარეშე ვერ შეძლებ მათ დაცვას. უფალმა ხომ უთხრა თავის მოწაფეებს: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ-ყავნ თავი თვისი“ (მთ. 16, 25).
link
image
image
2
3
4
5
6
image
image