image
image
77
78
79
Loading..
image

თემა: ლოცვა

373. რას მიიღებს ის, ვინც ღვთისგან თავის სათხოვარს საკუთარი თავის უღირსების შეგრძნებით ითხოვს?ვინც ღვთისგან ითხოვს სათხოვარს და მიაჩნია თავი უღირსად ამ სათხოვნელისა, ასეთი უფრო მეტსაც მიიღებს. ამაში მემოწმება მეზვერე, რომელმაც მოტევება ითხოვა და გამართლება ჰპოვა. ავაზაკმა მოხსენება ითხოვა მხოლოდ და სამოთხე დაიმკვიდრა.
link
image

თემა: გონება,  ეშმაკი

649. როგორ მოქმედებს ბოროტი სული თავიდან, ვიდრე ადამიანს ცოდვის ჩადენამდე მიიყვანდეს?ეშმაკნი პირველად გონებას უბნელებს ადამიანს, შემდეგ აკეთებინებს იმას, რაც სურთ. რადგან, თუ გონების თვალი კარგად ხედავს, საუნჯეს ვერავინ წარიპარავს. სიძვის ეშმაკი ყველაზე ხშირად მიმართავს ამ ხერხს. ხშირად ის გონებას ურევს ადამიანს და კაცთა წინაშე აკეთებინებს იმას, რასაც განცოფებულნი მარტო ყოფნისასაც არ აკეთებენ. როცა გონება იწმინდება, ადამიანს რცხვენია არა მხოლოდ მათი, ვინც მისი სიგიჟე იხილა, არამედ საკუთარი თავისაც; მრავალი ამ სირცხვილის გამო განეშორება საშინელ ცოდვას.
link
image

თემა: ეშმაკი,  ლოცვა

738. რა ხერხებს მიმართავენ ბოროტი სულები, რომ ლოცვისაგან დაგვაბრკოლონ?დავუკვირდეთ და ვნახავთ, რომ გაისმება თუ არა ლოცვად მხმობელი ზარების რეკვა და შეიკრიბებიან ძმები სალოცავად, მაშინ უხილავად ეშმაკებიც თავს მოიყრიან საბრძოლველად. ზართა რეკვის ჟამს ისინი ჩაგვაგონებენ – ცოტა ხანი დაისვენე პირველი ფსალმუნის გასრულებამდე და მერე წადი ეკლესიაში. არიან სხვა ეშმაკები, რომლებიც, მივალთ თუ არა ლოცვის მოსამენად, მოგვაუძლურებენ ძილით, ხორციელი საჭიროებისათვის ზედიზედ გამოგვიყვანენ გარეთ უჩვეულოდ, სხვები საუბრისათვის აღგვძრავენ ტაძარში, სხვები ჩვენს გონებას გულისთქმებით წარიტაცებენ. ზოგნი კედელს მიგვაყრდნობენ, როგორც უძლურთ და მრავალჯერ უზომო მთქნარებას მოგვივლენენ, სხვები სიცილად აღგვძრავენ, რათა ამით ღვთის რისხვას ვეწიოთ. სხვანი დავითნის სწრაფად კითხვას გვაიძულებენ. ზოგი მათგანი მედავითნეობით გვაამპარტავნებს, ზოგიერთი კი პირზე მოგვადგება და არ გვაძლევს პირის გაღებისა და ლოცვის საშუალებას
link
image

თემა: გულისთქმანი

227. შეიწირავს თუ არა ღმერთი ისეთი ადამიანის ლოცვას, რომელიც ლოცვად დგომისას არაწმიდა გულისთქმებს იწყნარებს?როგორი საძაგელიცაა ქვეყნიერი მეფისათვის, როცა ვინმე, მის წინაშე მდგომი, პირს შეაქცევს და მეფის მტრებს მოეთათბირება, ასევე საძაგელია უფლისათვის, ის, ვინც დგას ლოცვად და არაწმინდა გულისთქმებს იწყარებს.
link
image

თემა: სიცილი,  ბოროტი სამხიარულო ხუმრობები

517. როგორ გვაცდუნებს ბოროტი სული, როდესაც იხილავს ჩვენს სურვილს – განვერიდოთ სიცილისა და ბასრობის შესაკრებელს?როცა ეშმაკი იხილავს, რომ გვსურს განვერიდოთ სიცილისა და ბასრობის შესაკრებელს, გვაცდუნებს და გვეუბნება: „შენი წასვლით ნუ დააბრკოლებ მოსაუბრეს“, ან „ნუ უჩვენებ მათ, რომ მოყვასზე მეტად ღმერთი გიყვარს“. გაიქეცი მათგან, ნუ შეჩერდები. წინააღმდეგ შემთხვევაში ლოცვის ჟამს სიცილისა და განცხრომის მოგონება დაგაბრკოლებს და დაგაბნელებს.
link
image

თემა: ცოდვა

268. როგორ არიგებენ წმ. მამები იმ ადამიანს, რომელიც, მიუხედავად მისი დიდი მცდელობისა, მაინც მუდამ ცოდვით ეცემა?ნუ შეძრწუნდები, თუ ყოველდღე ეცემი; აღდეგ სიმხნით და ნუ განეშორები ღვთის გზას; ანგელოზს, რომელიც გიფარავს სათნოეყოფა შენი მოთმინება და უეჭველად შეგეწევა. როცა წყლული ახალი და ცხელია, ადვილი სამკურნალოა, მაგრამ როცა დაძველდება, ძნელად იკურნება და დიდი შრომა, წამალი და დრო სჭირდება. არის ჭრილობები, რომელსაც ჟამთ სიგრძე ვერ კურნავს, ისინი ღვთის მიერ განიკურნებიან, რადგან „ღმრთის მიერ ყოველივე შესაძლებელ არს“ (მათ. 19. 26).
link
image

თემა: ძვირის ხსენება

756. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი მრავალი მცდელობის მიუხედავად ვერ მოგვიხერხებია გულიდან ძვირისხსენების ვნების ამოღება?თუ მრავალი ცდისა და მოღვაწეობის მიუხედავად, ვერ მოახერხებ ძვირისხსენების ვნების გულიდან ამოღებას, შეინანე და გარეგნულად მაინც აჩვენე სიყვარული შენს შემაწუხებელს, რომ შემდეგ სინდისისაგან მხილებულმა გულწრფელად შეიყვარო იგი
link
image

თემა: გმობის გულისთქმები

981. რა არის გმობის გულისსიტყვათა წარმოშობის მიზეზი და როგორ შეიძლება მათგან გათავისუფლება?არავინ იფიქროს, რომ გმობის სიტყვები მათი მიზეზია. უფალი გულთმეცნიერია და იცის, რომ ეს სიტყვები ჩვენი მტრებისგან არის. როცა ლოცვაზე ვდგებით, წინ აღგვიდგებიან არაწმიდა და გამოუთქმელი გულისსიტყვანი (გმობის), ხოლო ლოცვას რომ განვასრულებთ, მეყვსეულად განგვეშორებიან, რადგან ისინი არ ებრძვიან მას, ვინც მათ არ ებრძვის. ვინც იტანჯება გმობის ეშმაკისაგან და სურს გათავისუფლება მისგან, გულისხმა–ჰყოს, რომ მისი სული კი არ არის ამ ზრახვათა მიზეზი, არამედ არაწმიდა ეშმაკი, რომელმაც უფალს უთხრა: „ესე ყოველი შენ მოგცე, უკეთუ თაყვანის–მცე მე“ (მათ. 4,9). ამიტომ ჩვენც უგულებელვყოთ იგი და ვთქვათ: „წარვედ მართლუკუნ, ეშმაკო, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანის–ვსცე და მას მხოლოსა ვმსახურებდე. ხოლო შენი სიტყვანიცა და სალმობაცა ეგე ბოროტი მიიქეცინ თავად შენდა და გმობა შენი თხემსა შენსა ზედა დაგიხედინ, აწ და მერმეცა საუკუნეთა“.
link
image

თემა: წმინდანთა ცხოვრების კითხვა,  საკუთარი თავის შეცნობა,  სასოწარკვეთილება

777. რას ეტყოდით ისეთ ადამიანს, რომელსაც ესმის წმ.მამათა მოღვაწეობის შესახებ და უსასო იქნება თავისი ცხოვრების გამო?უგუნურნი არიან ისინი, ვისაც ესმით წმ. მამათა კეთილ მოღვაწეობათა შესახებ და უსასო იქმნებიან თავიანთი ცხოვრების გამო; პირიქით თუ გულისხმაჰყოფენ, ისინი ორმაგ სარგებელს იღებენ ამისგან: ან მოშურნეობით აღივსებიან და სიკეთეში მიბაძავენ მათ, ან შეიცნობენ საკუთარ თავს, თავიანთ უძლურებას და სიმდაბლეს შეიძენენ, რომელიც კეთილთა მომპოებელია.
link
image
image
77
78
79