ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: განსაცდელები, სიმდაბლე
3. ძმამ ისევ უთხრა: ჩემო მამაო! როგორ უნდა გაიმარჯვოს ადამიანმა მტრის მიერ დაგებულ ყველანაირ განსაცდელში?
ბერმა უპასუხა: ჩემო შვილო! თუ რაიმე განსაცდელი შეგემთხვა, მასზე გამარჯვება დუმილში, სიმდაბლეში და იმაში მდგომარეობს, რომ თქვა: „მაკურთხე მამაო! დამდაბლებული ადამიანის ყველა საქმეები ღვთისთვის სათნოა და მის წმინდა ანგელოზთა წინაშე საქებარია, ხოლო ეშმაკებისთვის მრისხანე და საშიშია. ამრიგად, ჩემო შვილო, დამდაბლდი და გული ფრიად შეიმუსრე, რათა სულიწმინდამ შენში ჩასახლება მოისურვოს. ის ძალას გამოგიგზავნის, რომ ყოველგვარი ყოფითი საზრუნავი უკუაგდო.