image
image
34
35
36
Loading..
image

თემა: ამპარტავნება

509. ჩემო მამაო! საჭმლის ჭამა ძალიან მამძიმებს, მაგრამ მარხვაც არ შემიძლია. სხეული მიუძლურდება და ოფლი მასხამს, გულის უგრძნობელობა და ამპარტავნება კი ცრემლებს მაშორებს.ძმაო! მოგესალმები უფლის მიერ და ვთხოვ მას, რომ სიყვარულში გაგაძლიეროს და მოთმინება მოგანიჭოს. იცოდე, ჭამის დროს ეშმაკისეული ბრძოლა იმიტომ გამძიმებს, რომ უძლურებაში ჩავარდე. ეშმაკი მეც დიდხანას მებრძოდა, ძალიან მამძიმებდა, და ყოველ ღამით ღებინებას აღმიძრავდა; მაგრამ, როდესაც ცოტას ჭამა დავიწყე, მან ბრძოლის ხერხი შეცვალა, და ჭამის დაწყებისთანავე, როგორც კი ნაწილს პირში ჩავიდებდი, ღებინებით მანთხევინებდა უკან. ამის შემდეგ, ორ საჭმელს ვიხარშავდი, რათა შემრგებოდა, მაგრამ ესეც დემონისეული ხრიკი აღმოჩნდა და მხოლოდ ქრისტეს მადლით, მოთმინებით და მადლიერებით შეწყდა ის. იმდენად დავუძლურდი, ამას ვერც გამოვთქვამ, მაგრამ მტერს არ დავუთმე და საკუთარ თავს მანამ ვაიძულებდი, სანამ უფალმა არ გამაძლიერა. ძმაო! მე უძლური ასე ვიქცეოდი, შენ კი საკუთარ თავს უფრო კარგად უკვირდები, და ღმერთიც შენთანაა. მხოლოდ ერთის (ეშმაკის) გარდა, შენი არავის შურს. დაე, დაადუმოს იგი უფალმა. რაც შეეხება მარხვას, ქედი მოიხარე, გაიხსენე მამების ცხოვრება და მღვიძარება, გული დაიმდაბლე და თუ შეძლებ, მეცხრე საათამდე მოითმინე, ხოლო თუ ვერ შეძლებ, მაშინ არ იზრუნო; შეეცადე შინაგანი ადამიანის მარხვა შეინახო; „მცნება დაიცავი: ხის ნაყოფი არ შეჭამო“ (დაბ. 2, 17) და თავი სხვა ვნებებისაგან შეიკავე. შინაგანი ადამიანის ეს მარხვა ღმერთს სათნო-ეყოფა და ხორციელი მარხვის დანაკლისს აგინაზღაურებს. შენ ცრემლების შესახებ თქვი, რომ გულის უგრძნობელობა და ამპარტავნება გაშორებენ მას; ამოძირკვე ეს ვნებები, და მაშინ, წმიდათა შეწევნით, ცრემლებს მოიპოვებ. შენს ოფლს გულის გაცივება წარმოშობს, მცირეოდენ გათბი და ღმერთი შეგეწევა. ილოცე ჩემთვის; ჩემი უძლურება მრავალ საფრთხეში მაგდებს, მაგრამ მყავს რა მოწყალე ღმერთი, იმედს არ ვკარგავ.
link
image

თემა: ამპარტავნება

509. ჩემო მამაო! საჭმლის ჭამა ძალიან მამძიმებს, მაგრამ მარხვაც არ შემიძლია. სხეული მიუძლურდება და ოფლი მასხამს, გულის უგრძნობელობა და ამპარტავნება კი ცრემლებს მაშორებს.ძმაო! მოგესალმები უფლის მიერ და ვთხოვ მას, რომ სიყვარულში გაგაძლიეროს და მოთმინება მოგანიჭოს. იცოდე, ჭამის დროს ეშმაკისეული ბრძოლა იმიტომ გამძიმებს, რომ უძლურებაში ჩავარდე. ეშმაკი მეც დიდხანას მებრძოდა, ძალიან მამძიმებდა, და ყოველ ღამით ღებინებას აღმიძრავდა; მაგრამ, როდესაც ცოტას ჭამა დავიწყე, მან ბრძოლის ხერხი შეცვალა, და ჭამის დაწყებისთანავე, როგორც კი ნაწილს პირში ჩავიდებდი, ღებინებით მანთხევინებდა უკან. ამის შემდეგ, ორ საჭმელს ვიხარშავდი, რათა შემრგებოდა, მაგრამ ესეც დემონისეული ხრიკი აღმოჩნდა და მხოლოდ ქრისტეს მადლით, მოთმინებით და მადლიერებით შეწყდა ის. იმდენად დავუძლურდი, ამას ვერც გამოვთქვამ, მაგრამ მტერს არ დავუთმე და საკუთარ თავს მანამ ვაიძულებდი, სანამ უფალმა არ გამაძლიერა. ძმაო! მე უძლური ასე ვიქცეოდი, შენ კი საკუთარ თავს უფრო კარგად უკვირდები, და ღმერთიც შენთანაა. მხოლოდ ერთის (ეშმაკის) გარდა, შენი არავის შურს. დაე, დაადუმოს იგი უფალმა. რაც შეეხება მარხვას, ქედი მოიხარე, გაიხსენე მამების ცხოვრება და მღვიძარება, გული დაიმდაბლე და თუ შეძლებ, მეცხრე საათამდე მოითმინე, ხოლო თუ ვერ შეძლებ, მაშინ არ იზრუნო; შეეცადე შინაგანი ადამიანის მარხვა შეინახო; „მცნება დაიცავი: ხის ნაყოფი არ შეჭამო“ (დაბ. 2, 17) და თავი სხვა ვნებებისაგან შეიკავე. შინაგანი ადამიანის ეს მარხვა ღმერთს სათნო-ეყოფა და ხორციელი მარხვის დანაკლისს აგინაზღაურებს. შენ ცრემლების შესახებ თქვი, რომ გულის უგრძნობელობა და ამპარტავნება გაშორებენ მას; ამოძირკვე ეს ვნებები, და მაშინ, წმიდათა შეწევნით, ცრემლებს მოიპოვებ. შენს ოფლს გულის გაცივება წარმოშობს, მცირეოდენ გათბი და ღმერთი შეგეწევა. ილოცე ჩემთვის; ჩემი უძლურება მრავალ საფრთხეში მაგდებს, მაგრამ მყავს რა მოწყალე ღმერთი, იმედს არ ვკარგავ.510. როდესაც ეს ძმა დაავადდა, ტანჯვას ვეღარ გაუძლო და დიდი ბერისაგან ლოცვა და დახმარება ითხოვა.უფლის მიერ საყვარელო ჩემო ძმაო! მრწამს რა შენი, ქრისტესმიერი სულიერი სიყვარულით, ღვთის საიდუმლოებებს გიცხადებ. მე დღე და ღამე ვევედრები ღმერთს, რომ მან თავის საუკუნო სასუფეველში ბოროტისაგან გვიხსნას, რაც შენც იცი და დარწმუნებულიც ხარ ამაში. როდესაც ღვთისადმი ჩვეულებრივ შენთვის ლოცვა დავიწყე, მან მითხრა: „დაანებე თავი, მას მისივე სულის სარგებლისათვის გამოვცდი, რათა ხორციელი ტანჯვით გამჟღავნდეს როგორია მისი მოთმინება და რა უნდა დაიმკვიდროს მან ვედრებისა და შრომის ნაცვლად“. მე მივუგე: „მეუფეო, გამოსცადე იგი წყალობით, ვითარცა შვილი, და არა როგორც მემრუშე“. ამის განცხადების აუცილებლობა არც იყო, მაგრამ იმისთვის გეუბნები, რომ გააცნობიერო ის სიხარული, რომელიც შენთვისაა გამზადებული. ამიტომ, ნუ მწუხარებ, ღმერთი წყალობას იჩენს შენდამი. თუ ეჭვი გეპარება, მაშინ ქედი მოიხარე, რადგან იცი, თუ რა დაითმინეს წმინდა მოწამეებმა, და ვარდის ზეთი და ნაკურთხი წყალი გამოიყენე, და ჩვენი ღმერთი, თავის ნებისაებრ, ისეთ წყალობას გამოიჩენს შენდამი, როგორც მისთვისაა სათნო. არ მსურს, რომ შენ სულით ან სხეულით იტანჯო. დაე, ღმერთმა შეგიწყალოს. ილოცე ჩემთვის.
link
image

თემა: ამპარტავნება

421. როდესაც ფსალმუნთა გალობისას ან მათ გარეშე აზრები მამძიმებენ, დახმარებისთვის ღვთის სახელს ვუხმობ, და ამ დროს რადგან ადამიანმა შეიძლება იფიქროს რომ კარგად იქცევა, ამიტომ მტერი ჩამაგონებს: ღვთის სახელის განუწყვეტელი მოხმობა ამპარტავნებამდე მიგიყვანსო. როგორ ვიფიქრო ამ შემთხვევაში?ჩვენ ვიცით, რომ ავადმყოფები ექიმს და მკურნალობას ყოველთვის საჭიროებენ, და ზღვის ღელვაში მყოფნი ნავთსაყუდელისკენ ისწრაფვიან. ამიტომაც მოუხმობს წინასწარმეტყველი და ამბობს: „უფალო, შესავედრებელ მეყავნ ჩუენ ნათესავითი ნათესავადმდე“ (ფს. 89, 1). და კიდევ: „ღმერთი ჩუენი შესავედრებელ და ძალ, შემწე ჭირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩუენ ფრიად“ (ფსალ. 45, 1). თუკი ის ჩვენი მფარველია, მაშინ გავიხსენოთ, რას ამბობს თავად: „მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე“ (ფსალ. 49, 15). ამრიგად, მოწყალე ღმერთის განუწყვეტელი მოხმობა ჭირში უნდა ვისწავლოთ. და თუ ღმერთს მოვუხმობთ, ამან არ უნდა გაგვაამაყოს. განა გაამაყდება ვინმე, როდესაც მას ეხმარებიან, თუ ის უგუნური არაა? ჩვენ კი, რომლებიც ღმერთს ვსაჭიროებთ, მოვუხმობთ რა მტრის წინააღმდეგ მის სახელს, თუ უგუნურნი არა ვართ, არ უნდა ვიამპარტავნოთ, იმიტომ რომ საჭიროების გამო მოვუხმობთ და წუხილის გამო მივმართავთ მას. უფრო მეტიც, უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთის სახელის განუწყვეტელი მოხმობა გვკურნავს და ის არა მარტო ვნებებს, არამედ მათ მოქმედებასაც კლავს. როგორც ექიმი ეძებს შესაფერის მკურნალობას და სალბუნს დაზარალებულის ჭრილობისათვის, და ისიც მოქმედებს, მაგრამ ავადმყოფმა არც იცის, ეს როგორ ხდება, ზუსტად ასევე, ღვთის მოხმობილი სახელი ყველა ვნებებს კლავს, თუმცა ჩვენ არც კი ვიცით როგორ აღესრულება ეს.
link
image

თემა: ამპარტავნება

509. ჩემო მამაო! საჭმლის ჭამა ძალიან მამძიმებს, მაგრამ მარხვაც არ შემიძლია. სხეული მიუძლურდება და ოფლი მასხამს, გულის უგრძნობელობა და ამპარტავნება კი ცრემლებს მაშორებს.ძმაო! მოგესალმები უფლის მიერ და ვთხოვ მას, რომ სიყვარულში გაგაძლიეროს და მოთმინება მოგანიჭოს. იცოდე, ჭამის დროს ეშმაკისეული ბრძოლა იმიტომ გამძიმებს, რომ უძლურებაში ჩავარდე. ეშმაკი მეც დიდხანას მებრძოდა, ძალიან მამძიმებდა, და ყოველ ღამით ღებინებას აღმიძრავდა; მაგრამ, როდესაც ცოტას ჭამა დავიწყე, მან ბრძოლის ხერხი შეცვალა, და ჭამის დაწყებისთანავე, როგორც კი ნაწილს პირში ჩავიდებდი, ღებინებით მანთხევინებდა უკან. ამის შემდეგ, ორ საჭმელს ვიხარშავდი, რათა შემრგებოდა, მაგრამ ესეც დემონისეული ხრიკი აღმოჩნდა და მხოლოდ ქრისტეს მადლით, მოთმინებით და მადლიერებით შეწყდა ის. იმდენად დავუძლურდი, ამას ვერც გამოვთქვამ, მაგრამ მტერს არ დავუთმე და საკუთარ თავს მანამ ვაიძულებდი, სანამ უფალმა არ გამაძლიერა. ძმაო! მე უძლური ასე ვიქცეოდი, შენ კი საკუთარ თავს უფრო კარგად უკვირდები, და ღმერთიც შენთანაა. მხოლოდ ერთის (ეშმაკის) გარდა, შენი არავის შურს. დაე, დაადუმოს იგი უფალმა. რაც შეეხება მარხვას, ქედი მოიხარე, გაიხსენე მამების ცხოვრება და მღვიძარება, გული დაიმდაბლე და თუ შეძლებ, მეცხრე საათამდე მოითმინე, ხოლო თუ ვერ შეძლებ, მაშინ არ იზრუნო; შეეცადე შინაგანი ადამიანის მარხვა შეინახო; „მცნება დაიცავი: ხის ნაყოფი არ შეჭამო“ (დაბ. 2, 17) და თავი სხვა ვნებებისაგან შეიკავე. შინაგანი ადამიანის ეს მარხვა ღმერთს სათნო-ეყოფა და ხორციელი მარხვის დანაკლისს აგინაზღაურებს. შენ ცრემლების შესახებ თქვი, რომ გულის უგრძნობელობა და ამპარტავნება გაშორებენ მას; ამოძირკვე ეს ვნებები, და მაშინ, წმიდათა შეწევნით, ცრემლებს მოიპოვებ. შენს ოფლს გულის გაცივება წარმოშობს, მცირეოდენ გათბი და ღმერთი შეგეწევა. ილოცე ჩემთვის; ჩემი უძლურება მრავალ საფრთხეში მაგდებს, მაგრამ მყავს რა მოწყალე ღმერთი, იმედს არ ვკარგავ.510. როდესაც ეს ძმა დაავადდა, ტანჯვას ვეღარ გაუძლო და დიდი ბერისაგან ლოცვა და დახმარება ითხოვა.უფლის მიერ საყვარელო ჩემო ძმაო! მრწამს რა შენი, ქრისტესმიერი სულიერი სიყვარულით, ღვთის საიდუმლოებებს გიცხადებ. მე დღე და ღამე ვევედრები ღმერთს, რომ მან თავის საუკუნო სასუფეველში ბოროტისაგან გვიხსნას, რაც შენც იცი და დარწმუნებულიც ხარ ამაში. როდესაც ღვთისადმი ჩვეულებრივ შენთვის ლოცვა დავიწყე, მან მითხრა: „დაანებე თავი, მას მისივე სულის სარგებლისათვის გამოვცდი, რათა ხორციელი ტანჯვით გამჟღავნდეს როგორია მისი მოთმინება და რა უნდა დაიმკვიდროს მან ვედრებისა და შრომის ნაცვლად“. მე მივუგე: „მეუფეო, გამოსცადე იგი წყალობით, ვითარცა შვილი, და არა როგორც მემრუშე“. ამის განცხადების აუცილებლობა არც იყო, მაგრამ იმისთვის გეუბნები, რომ გააცნობიერო ის სიხარული, რომელიც შენთვისაა გამზადებული. ამიტომ, ნუ მწუხარებ, ღმერთი წყალობას იჩენს შენდამი. თუ ეჭვი გეპარება, მაშინ ქედი მოიხარე, რადგან იცი, თუ რა დაითმინეს წმინდა მოწამეებმა, და ვარდის ზეთი და ნაკურთხი წყალი გამოიყენე, და ჩვენი ღმერთი, თავის ნებისაებრ, ისეთ წყალობას გამოიჩენს შენდამი, როგორც მისთვისაა სათნო. არ მსურს, რომ შენ სულით ან სხეულით იტანჯო. დაე, ღმერთმა შეგიწყალოს. ილოცე ჩემთვის.511. კვალვ მისი, იმავე ბერისადმი. სადაც სთხოვს მას, რომ მისთვის ილოცოს და ტანჯვაში შეეწიოს.ნაღვლიანო და მდრტვინავო ძმაო! რატომ მწუხარებ, რატომ კვნესი, რას ეძებ შორს, როდესაც იესო გყავს ახლოს და სურს, რომ დასახმარებლად მას მოუხმო? დაუძახე მას: მოძღუარ! და ის გიპასუხებს. მისი სამოსის კიდეს შეეხე და ის არა მარტო ამ ტანჯვისაგან, არამედ ყველა ვნებებისაგან განგკურნავს. შენი გონება იქ რომ იყოს, სადაც მას მოეთხოვება, მაშინ შხამიანი გველები და მორიელები რომც გღრღნიდნენ, ფეხს არ მოიცვლიდი იქიდან და ვერც სხეულის ავადმყოფობას შეიგრძნობდი; „დავივიწყე - ამბობს წერილი, - ჭამად პური ჩემი, ხმითა სულთქუმისა ჩემისაითა“ (ფსალ. 101, 5). ნუ მწუხარებ, ღვთის წყალობა ახლოსაა შენთან. მოგესალმები მოუთმენელო, ვითარცა უფლის მიერ გამოჯანმრთელებულს.512. ეს ძმა ავადმყოფობამ ძლიერ დაამძიმა და ძალიან იტანჯებოდა. მან დიდი ბერისაგან განკურნება ითხოვა.დაე, ჩემმა ღმერთმა სწრაფი კურნება გამოუგზავნოს შენს სულს და სხეულს. მრწამს მისი წმიდა სახელისა, რომ შენ უკვე ახლაც კარგად გრძნობ თავს. ასე რომ, რამდენსაც შეძლებ, მისდამი მადლიერება შეინარჩუნე, რამეთუ მან შეგიყვარა, თავის წმინდა სიტყვებით შეგაგონა და შეგიწყალა.513. როგორც კი ბერმა ეს პასუხი წარმოთქვა, ძმა მაშინვე განიკურნა და ღმერთსა და ბერს მადლიერება შესწირა, და ამავე დროს მოუკლებელი ლოცვა ითხოვა სულიერი წარმატებისა და ცხონებისათვის.უსაყვარლესო ძმაო! ჩვენს მეუფესა და ღმერთს მოუკლებელად უნდა აღვუვლინოთ დიდებისმეტყველება, რამეთუ ის აწმყოსაც ჩვენი ცხოვრების დასამშვიდებლად აგვარებს. შეგვაგონებს, რათა მოგვიპოვოს და განსაცდელში მწუხარებათა დასათმენად შემსუბუქებას და ძალას გვიგზავნის; „აკვდინებს და აცოცხლებს“ (1 მეფ. 2, 6) რა თითოეულ ჩვენგანს, მან ამა სოფლის, ანგელოზებისა და ადამიანებისთვის სანახაობას წარმოვადგენთ (1 კორ. 4, 9) და დაე ჩვენც, ჩვენი სიმდაბლით, მოთმინებით, სიმშვიდით, სულგრძელებით, სიწმიდით, მშვიდობით და მადლიერებით გავახაროთ იგი. ჩემგან ფრიად შეყვარებულო, ის რაც ქრისტე იესოს მიერ ითხოვე, დაე აღსრულდეს შენზე; მოგესალმები მისგან და ვევედრები, რომ მან თავის სახელისათვის ყოველგვარი ბოროტებისაგან დაგიფაროთ, ამინ.
link
image

თემა: ამპარტავნება

ყოველგვარ ციებათაგან უარესი და საშიში ისაა, რომელსაც "მწვავეს" უწოდებენ, ვინაიდან ფარულად მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ იგი ჩვენი ჯანმრთელობისთვის ყველაზე სახიფათო მტერია. ასევე ყველა ვნებათა შორის, რომლებიც თითქოსდა ჩვენი სულის ც... იხილეთ სრულად
link
 

თემა: ამპარტავნება

საიდან წარმოსდგება ამპარტავნობა და ვინ არის ამპარტავანი კაცი? როდესაც ვინმე თავის თავზე იმაზე მეტს იფიქრებს, რაც არის, როდესაც რაც აქვს, ჩასთვლის ნაყოფად მხოლოდ თავისი შრომისა, მეცადინეობისა, გამჭრიახობისა და მოხერხებისა, როდესაც ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ამპარტავნება

როგორ განვიკურნოთ ამ საშინელი ავადმყოფობის – ამპარტავნებისაგან? ის შემოდის ჩვენში, გვხრწნის და ღატაკებად, უბედურებად გვაქცევს. იგი გვბერავს და გადავსებულ რომბს ვემსგავსებით. ის ყოველგვარ სათნოებას გვაკლებს და ჩვენ შეგვესაბამება ბრ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ამპარტავნება

იფიქრე საყვარელო, იმის შესახებ, რა არის მიზეზი ერთი საშინელი დაცემისა – პეტრეს მიერ უარყოფისა, რომელიც, მართალია, პირველი და ყველაზე ანთებული მოწაფე იყო ქრისტესი, მაგრამ, მოგვიანებით, ამის მიუხედავად, ფიცით უარყო თავისი მასწავლებე... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ამპარტავნება

ქრისტეს მიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებნო ჩვენო სულიერო შვილებო!


აი, უკვე 2011 წელია, გვეს...
იხილეთ სრულად
link
image
image
34
35
36