image
image
35
36
37
38
39
image
image
Loading..
image

თემა: განსაცდელები

3. ძმამ ისევ უთხრა: ჩემო მამაო! როგორ უნდა გაიმარჯვოს ადამიანმა მტრის მიერ დაგებულ ყველანაირ განსაცდელში?
ბერმა უპასუხა: ჩემო შვილო! თუ რაიმე განსაცდელი შეგემთხვა, მასზე გამარჯვება დუმილში, სიმდაბლეში და იმაში მდგომარეობს, რომ თქვა: „მაკურთხე მამაო! დამდაბლებული ადამიანის ყველა საქმეები ღვთისთვის სათნოა და მის წმინდა ანგელოზთა წინაშე საქებარია, ხოლო ეშმაკებისთვის მრისხანე და საშიშია. ამრიგად, ჩემო შვილო, დამდაბლდი და გული ფრიად შეიმუსრე, რათა სულიწმინდამ შენში ჩასახლება მოისურვოს. ის ძალას გამოგიგზავნის, რომ ყოველგვარი ყოფითი საზრუნავი უკუაგდო.
link
image

თემა: განსაცდელები

ერთხანს ძალიან განვიცდიდი ჩემს უსინათლობას და განსაკუთრებული გულმოდგინებით ვევედრებოდი უფალს, რომ თვალისჩინი დაებრუნებინა (ამ დროს მამა გაბრიელი უკვე რამდენიმე წლის გარდაცვლილი იყო). ერთ ღამეს იგი სიზმარში მეჩვენა, მკაცრი და მრისხ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: განსაცდელები

794. ზოგჯერ მწუხარებისა და უძურებისას ვფიქრობთ, რომ ღმერთი სრულიად განგვეშორა. რა პერიოდია ეს ქრისტიანისათვის?ქრისტიანის ცხოვრებაში ვაწყდებით ჟამს – ოდეს ვფიქრობთ, რომ მწუხარებისა და უძლურებისას ღმერთმა სრულიად მარტო დაგვტოვა და განგვეშორა... ეს პერიოდია – რწმენის, იმედის, სიყვარულისა და ქრისტიანული მოთმინების გამოცდისა. მალიად კვლავ დაგვიდგება „ჟამნი განსუენებისანი პირისაგან უფლისა“ (საქ. 3.20). უფალი მალიად კვლავ განახარებს გულსა კაცისასა: დაე, არ დაცემულიყოს იგი მძიმე განცდის ჟამს.
link
image

თემა: განსაცდელები

რაკი ადამიანი გამუდმებით სცოდავს, მითუმეტეს ჩვენს დროში, განსაცდელებით ამიტომ ვართ სავსენი?
- ეს, მართლაც ასეა. დემონი ყოველნაირად ცდილობს თითოეული ადამიანის სული მიიზიდოს და მიიტაცოს. სთესავს მასში ეჭვსა და ურწმუნოებას, ყველ...
იხილეთ სრულად
link
image

თემა: განსაცდელები

489. ერთი ძმა, რომელიც ადრე ჯარში მსახურობდა, საერთო საცხოვრებელში მივიდა; მან დიდ ბერს ჰკითხა, შეძლებდა თუ არა მონანიებას?ძმაო! ღმერთი სინანულისკენ ყველას მოუწოდებს და არავის უარყოფს. ხოლო ვინც მას შეუდგება, მთელი გულით უნდა შეუდგეს, თესოს იმ იმედით, რომ მოიმკის და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე განსაცდელებს ელოდოს.
link
image

თემა: განსაცდელები

751. რატომ არის, რომ მას შემდეგ რაც ეკლესიური ცხოვრების დაწყება გადავწყვიტეთ, მრავალგვარ განსაცდელთა დათმენა გვიხდება?ცხადზე უცხადესია, რომ სწორედ ქრისტეს გამო გვაწევს ჩვენ ამ მწუხარებას მტერი, შურით შეპყრობილი ჩვენდამი იმ სიკეთეთა გამო, რომელიც ჩვენთვისაა განმზადებული; იგი ცდილობს ჩვენი სულები უძლურებასა და სასოწარკვეთაში შთააგდოს, რათა არ მოვიღოთ აღთქმული ჯილდოები ღმერთის სათნო–მყოფელობით განვლილი ცხოვრებისათვის.
link
image

თემა: განსაცდელები

969. დღეს ხშირია ამგვარი გამოთქმები – ესა და ეს ადამიანი მაბრკოლებს. როგორც შეიძლება, რომ დავაღწიოთ თავი დაბრკოლებებს?1) ნუ უყურებთ სხვა ადამიანებს, რასაც არ უნდა სჩადიოდნენ, ან როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი. არამედ ღვთის სიტყვას მიაპყარით სმენა;
2) იფიქრეთ და მიჰბაძეთ მაცხოვრის წმინდა ცხოვრებას; იგი გვასწავლის, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რათა სათნო ვეყოთ მას;
3) სმენა და მზერა მოარიდეთ მავნე საგნებს, რადგანაც მათი მეშვეობით ყოველგვარი ბოროტება შემოდის ჩვენს გულში.
4) უფრო მეტი დრო დაჰყავით შინ, განმარტოებაში, რადგანაც მარტო ყოფნით არანაირი საცდური არ შგხვდებათ.
5) ხშირად ილოცეთ, გულშემუსრვილნი ევედრეთ ღმერთს, საცდურისაგან რომ განგარიდოთ: „მოაქციენ თვალნი ჩემნი რათა არა იხილონ ამაოება და გზასა შენსა მაცხოვნე მე.“ (ფსალმ. 118,37).
link
image

თემა: განსაცდელები

878. რას ეტყოდით ისეთ ადამიანს, რომელიც ამბობს: „რატომ მომივლენს ღმერთი ამდენ განსაცდელს, გაჭირვებასა და სნეულებასო“?გიკვირს, განა, რატომ მოგივლენს უფალი ღმერთი ამდენ განსაცდელს, გაჭირვებასა და სნეულებას?! აბა, შენ რას იზამდი, მდიდარი რომ იყო ყოველგვარი სიკეთით და შენმა ძემ მიგატოვოს, შორს ქალაქს გადასახლდეს და იქ დაიწყოს გარყვნილი ცხოვრება – ფლანგოს შენგან მიღებული მემკვიდრეობა და თავი დასაღუპად გასწიროს? განა არ უბრძანებ შენს ერთგულ მსახურებს, სასწრაფოდ იმ ქალაქს წავიდნენ და ყველაფერი იღონონ, რათა შენი უძღები ძე იქ ცუდად შეიქნას, ყოველივე დაჰკარგოს, მშიერი და მწყურვალი იყოს, სნეულებებმაც შეაწუხონ, რათა იძულებული გახდეს კვლავ შენ დაგიბრუნდეს?! აბა, რაღად გიკვირს შემოქმედი ღმერთის ზრუნვა ჩვენზე, მის უძღებ ცოდვილ შვილებზე? მას ხომ უსაზღვროდ ვუყვარვართ და მხოლოდ ის სურს, რომ დავუბრუნდეთ და სამარადისო მისმიერ სიხარულში ვჰგიებდეთ!
link
image

თემა: განსაცდელები

456. როგორი ხვედრი ელით იმქვეყნად ისეთ ადამიანებს, რომლებიც ამქვეყნიურ ხანმოკლე განსაცდელებს წუწუნითა და საყვედურებით ხვდებიან?გარდაიცვალა ერთი ქალიშვილი, წესის აგებისას მან თვალი გაახლა. როცა ჰკითხეს, რა გადაგხდაო, უპასუხა, რომ ის მართლა მოკვდა და სასუფეველის ენით აღუწერელი მშვენიერი სანახები იხილა. შემდეგ საშინელი ტანჯვის ადგილებიც ნახა, სადაც ტანჯულთა შორის საკუთარ დედასა და დას შეასწრო თვალი. მერე ხმა გაიგონა: „მე მათ წუთისოფელში განსაცდელებს ვუგზავნიდი საცხოვნებლად; მათ რომ მოთმინებით, მორჩილად და მადლიერებით დაეთმინათ ხანმოკლე სიგლახაკე და სიმწარე, მაშინ მარადიული ნუგეში და შენს მიერ ნანახი სანეტარო ადგილები არ ასცდებოდათ, მაგრამ თავიანთი საყვედურებითა და წუწუნით ყველაფერი წაახდინეს“.
link
image

თემა: განსაცდელები

619. წმინდა დიდმა ბერმა ბარსანუფიმ ახალბედა ძმას, რომელიც ავად იყო და ჭირს ვერ უძლებდა, აი რა უპასუხა:
ძმაო! რით მოიწონებდნენ ის მუშაკნი საკუთარ თავს, რომლებიც სახლის უფალს საზღაურს სთხოვდნენ, თუ არა იმით, რომ შეეძლოთ ეთქვათ...
იხილეთ სრულად
link
image
image
35
36
37
38
39
image
image