image
image
46
47
48
49
50
image
image
Loading..
image

თემა: სიმდაბლე

ამპარტავნებისათვის ანგელოსნი ზეცით გარდამოსცვივნეს და ეშმაკად შეიცვალნეს. სიმდაბლე ზეცად აღვალს და ანგელოსთა თანა მოდასე იქმნების და ამპარტავნება ეშმაკთა თანა განიწესების. ვედრება მდაბლისა მიიწევის წინაშე ღმრთისა, და ვედრება ამპა... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სიმდაბლე

982. როგორია სულიერი მდგომარეობა ისეთი ადამიანისა, რომელიც სხვებს განიკითხავს, დრტვინავს, უყვარს საკუთარი ნების აღსრულება, მაგრამ ამავე დროს ბევრს ლოცულობს?თუკი შენ განიკითხავ ადამიანებს, დრტვინავ, გიყვარს საკუთარი ნების აღსრულება, თუმცა კი ბევრს ლოცულობ, შენი სული დაგლახაკდება და იტყვი: „დამივიწყა მე უფალმა“. მაგრამ უფალმა კი არ დაგივიწყა, არამედ თავად დაივიწყე, თავმდაბლობა რომ გჭირდება და სწორედ ამის გამო არ იმკვიდრებს შენს სულში ღვთის მადლი. მდაბალი ადამიანის სულში კი იოლად დაივანებს იგი და სიმშვიდეს მიანიჭებს მას.
link
image

თემა: სიმდაბლე

407. ასევე, როდესაც რაიმე სიკეთეს ვაკეთებ, როგორ უნდა დავიმდაბლო გონება? ან როგორ ვუსაყვედურო თავს, სიკეთის აღსრულების შემდეგ?გონების დასამდაბლებლად, თუნდაც ყველა კეთილი საქმე რომ აღასრულო და ყველა მცნებები დაიცვა, გაიხსენე ის ვინც თქვა: „ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ“ (ლუკა 17, 10), მით უმეტეს, რომ ჯერ ერთი მცნების აღსრულებისთვისაც კი არ მიგვიღწევია. კეთილი საქმის აღსრულებისას ყოველთვის ასე უნდა ვიფიქროთ, საკუთარ თავს უნდა ვუსაყვედუროთ და ვთქვათ: არ ვიცი, სათნოა თუ არა ის ღვთისათვის. თუ საქმეს ღვთის ნებისაებრ ვაკეთებთ დიდებულია, ხოლო ღვთის ნების აღსრულება კიდევ უფრო დიდია, ეს ყველა მცნების ერთობლიობაა; რადგანაც ღვთის ნებისაებრ რაიმეს კეთება კერძო საქმეა და ღვთის ნების აღსრულებაზე უფრო მცირეა. ამიტომაც თქვა მოციქულმა: „უკანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები (ფილიპ. 3, 13). და რამდენადაც წინ მიიწევდა, არ ჩერდებოდა, ვინაიდან ყოველთვის ხედავდა თავის არასრულყოფილებას და წარემატებოდა; ამიტომ მანვე (მოციქულმა) თქვა: „რაოდენნი უკუე სრულნი ვართ, ამას ვზრახვიდეთ“ (ფილიპ. 3, 15), ცხადია წარმატების საწინდრად, და ასევე თქვა, რომ: „სხუასა თუ რასმე ჰზრახვიდეთ და იგინიცა ღმერთმან გამოვეგიცხადოს თუენ“ (ფილიპ. 3, 15).
link
image

თემა: სიმდაბლე

447. ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს ჰკითხა: წყალობა გამოიჩინე და მითხარი, როგორ ვცხონდე? რამეთუ ჩემს აზრებში მტკიცედ გადავწყვიტე, რომ რასაც მომწერ, დავემორჩილო.თუ შენ ჭეშმარიტად ცხონება გსურს, მაშინ მორჩილება თვით საქმით აჩვენე, ანუ ასე ვთქვათ, ფეხებით მიწას მოშორდი, გონება ზეცად აღამაღლდე და დღისით და ღამით ღვთის სიტყვის შესწავლას შეუდექი. დღე და ღამ რაც ძალები გაქვს საკუთარი თავი დაამცირე და აიძულე, რომ ის ყველა ადამიანზე დაბლა დაინახო. ესაა ჭეშმარიტი გზა, და სხვა გზა მისთვის, ვისაც მისი გამაძლიერებლის - ქრისტეს მიერ ცხონება სურს, არ არსებობს. დაე, ამ გზით რბიოდეს გადარჩენის მსურველი; დაე, რბიოდეს მსურველი, - რბიოდეს, რაითა ეწინეს. ამას ცოცხალი ღმერთის წინაშე ვადასტურებ, რომელსაც ყოველი მსურველისთვის საუკუნო ცხოვრების მინიჭება სურს. შენც, თუ გსურს, ძმაო, იშრომე!
link
image

თემა: სიმდაბლე

418. როდესაც რაღაცაზე ვწუხვარ, მაშინ ვლოცულობ და ღვთის გამოუთქმელი სიკეთით დახმარებას ვიღებ, მაგრამ აზრი ამაყობს იმით, რომ ჩემი შეისმინეს. როგორ მოვიქცე?როდესაც ლოცვისას თხოვნა შეგისრულდება და გამედიდურდები, მაშინ აშკარაა, ღვთისნიერი არ იყო შენი ლოცვა, და ღვთისაგან არ მიგიღია დახმარება, არამედ დემონები შეგეწიენ, რათა გაამაყებულიყო შენი გული; რამეთუ როცა დახმარება ღვთისაგან გვეგზავნება, მაშინ სული არ ამაყდება, არამედ უფრო მდაბლდება და მას უკვირს ღვთის დიდი წყალობა, ანუ ის, თუ როგორ იწყალებს ღმერთი ყველანაირად უღირს და ყოველთვის მის განმარისხებელ ცოდვილს, და მომეტებულად ჰმადლობს მის დიად და გამოუთქმელ სიკეთეს, რამეთუ მან ჩვენი ცოდვისამებრ კი არ მოგვაგო, არამედ თავის უდიდესი სიკეთით, სულგრძელად მოგვითმინა და შეგვიწყალა, ამიტომაც არ მედიდურობს სული, არამედ ძრწის და ადიდებს მას.
link
image

თემა: სიმდაბლე

1. რომელიღაც ძმამ წმინდა ნიფონტს ჰკითხა: ჩემო მამაო, მითხარი სასარგებლო სიტყვა, როგორ ვცხონდე?ბერმა ამაზე ასე უპასუხა: ჩემო შვილო! შენ თუ ადამიანებს შორის ცხოვრება გსურს, მაშინ შემდეგი საქმეები უნდა აღასრულო: არავინ გაკიცხო, არ განიკითხო, არავინ დაამცირო, ასევე საკუთარ თავზე არ იფიქრო, რომ ოდესღაც კეთილი საქმე გაგიკეთებია და მოერიდე ლაპარაკს: ესა და ეს კარგად ცხოვრობს, ხოლო ის უკრძალველად, რამეთუ ეს სწორედ ამას ნიშნავს: „ნუ განიკითხავთ“ (მათე 7, 1). ყველას ერთნაირად უყურე, ერთი და იგივე გულის განწყობით, ერთნაირი აზრით, უბრალო გულით და ყველა ისე მიიღე, როგორც ქრისტე. ყურს ნუ დაუგდებ იმ ადამიანს, რომელიც ცილს სწამებს მოყვასს და ნუ დატკბები ასეთი ლაპარაკით; არამედ შენი ბაგეები ხშირად დუმილში დაიმარხე; იყავი ზანტი ლაპარაკისთვის და მოსწრაფე ლოცვისთვის. არასოდეს არ უსაყვედურო ცილისმწმამებელს ან სხვა ვინმეს, ვინც უსამართლობას სჩადის, არამედ ყოველთვის შენს ნაკლოვანებებს უყურე, საკუთარი თავი გაკიცხე და ყოველდღიურად დაამცირე. 2. ძმამ უთხრა: ეს, ჩემო მამაო, მხოლოდ სრულყოფილ მოღვაწეებს შეუძლიათ.ნეტარმა უპასუხა: ჩემო შვილო! ახალგაზრდას სიმდაბლე თუ აქვს, მისთვის ეს საკმარისია, ვინაიდან ღმერთი ახალგაზრდას სხვას არაფერს სთხოვს, თუ არა მხოლოდ სიწმინდეს და სიმდაბლეს. შენ კი, ჩემო შვილო, იყავი მშვიდი და მდაბალი, ლმობიერი და მოწყალე, საკუთარი თავი ყველა ადამიანზე უვარგისად ჩათვალე და ჭეშმარიტად ღმერთით იცხოვრებ. იმისათვისაც იღვაწე, რომ საკუთარ თავზე არ იფიქრო: მე ამა და ამ წმინდანის საზომს მივაღწიეო; არამედ ყოველთვის უთხარი შენს თავს: იცი კი, ჩემო სულო, რომ ჩვენ ცოდვებით თვით ეშმაკებსაც გადავაჭარბეთ, ხოლო კეთილი საქმეები ღვთის გულისათვის არასოდეს გაგვიკეთებია. ვაი ჩვენ, ო, შერცხვენილები, რას მოვიმოქმედებთ სამსჯავროს დღეს? მთელი შენი ცხოვრების მანძილზე, ჩემო შვილო, როგორც ცოდვილმა ილოცე და ყოველთვის თქვი: „უფალო, იესო ქრსიტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე! ღმერთო გამწმიდე მე ცოდვილი! ეს სიტყვებიც ყოველთვის გაიმეორე: „საიდუმლოთა ჩემთაგან განმწიდე მე და უცხოთაგან იცევ მონაი შენი“ (ფს. 18, 12-13). ისიც იცოდე, შენი კეთილი საქმეებით არ უნდა დაკმაყოფილდე და ნუ გექნება მათი იმედი, იმიტომ, რომ არ ვიცით, სათნოა თუ არა ისინი ღვთისათვის. ამიტომ ღვთისა და მისი ძალის იმედი გქონდეს, ხოლო საკუთარი თავი უსარგებლო ნაცრად შერაცხე. გამოსწორებაც აქედან იწყება.
link
image

თემა: სიმდაბლე

532. როდესაც მეჩვენება რომ რაიმე კარგია, მაგალითად, თავშეკავება ან მდუმარებაში ყოფნა ან ქველმოქმედება, ან მათი მსგავსი რამ, ჩემით უნდა გავაკეთო ეს, თუ მამების რჩევით?თუ ადამიანი იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სასიკეთოდ ეჩვენება, მამებს რჩევას არ ჰკითხავს, მაშინ ამას ცუდი შედეგი ექნება, და ასეთი ადამიანი მცნებას არღვევს, რომელიც ამბობს: „შვილო, რჩევის გარეშე ნურაფერს გააკეთებ“ (ზირ. 32, 19) და კიდევ: „ჰკითხე მამაშენს, გაგაგებინებს! შენს უხუცესებს, ისინი გეტყვიან!“ (რჯლ. 32, 7). და ვერსად ნახავ, რომ წერილი სადმე ვინმეს თვითნებურად რაიმეს გაკეთებას უბრძანებდეს; ვინც რჩევას არ იღებს, ამპარტავნობს და ასეთი ადამიანი ღმერთს მტრობს, რამეთუ: „ღმერთი ამპარტავნებს არცხვენს, მდაბლებს კი მადლს ანიჭებს“ (იგავ. 3, 34). და ვინაა ამის შემდეგ მდაბალი, თუ არა მხოლოდ ის, რომელიც წმინდა ბერების წინაშე ქედს იხრის და ღვთის შიშით რჩევებს იღებს.
link
image

თემა: სიმდაბლე

697. როდესაც ვინმეს წმინდა მამების ცხოვრებაზე და მათ პასუხებზე ვესაუბრები, ქედმაღლობას ვგრძნობ. მითხარი: როგორ ვისაუბრო სიმდაბლით? ვის ვესაუბრო და რა მიზნით?როდესაც წმინდა მამების ცხოვრებაზე და მათ პასუხებზე საუბრობ, საკუთარი თავი განიკითხე და თქვი: "ვაი ჩემს თავს, როგორ ვლაპარაკობ მამების სათნოებებზე, როცა თავად არაფერი შემიძენია და ოდნავადაც ვერ წარვემატე? სხვებს ვასწავლი, თუ რა არის მათთვის სასარგებლო და ვინ იცის, იქნებ ჩემზედაც აღსრულდეს მოციქულის ნათქვამი: "რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თვისსა არა ასწავებ?" (რომ. 2, 21). როდესაც ამას იტყვი, გული მოგილბება და მდაბლად ისაუბრებ. მაგრამ, ამასთანავე, დაუკვირდი, ვის ესაუბრები. როდესაც იცი, რომ მსმენელი სარგებელს იღებს, მაშინ ესაუბრე მას, ხოლო სხვა შემთხვევაში ლაპარაკი საჭირო არაა, რამეთუ ნათქვამია: "ბაჯაღლოს სამკაულია ბრძენის შეგონება გამგონე ყურისათვის" (იგავ. 25, 12), რათა არ აღმოჩნდეს, რომ შენც ძაღლებს აძლევ სიწმინდეს და ღორებს უფენ მარგალიტს (მათე 7, 6). დაე, ღმერთმა შეგაგონოს ძმაო, რომ სიმდაბლის გზიდან არ გადაუხვიო.
link
image

თემა: სიმდაბლე

447. ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს ჰკითხა: წყალობა გამოიჩინე და მითხარი, როგორ ვცხონდე? რამეთუ ჩემს აზრებში მტკიცედ გადავწყვიტე, რომ რასაც მომწერ, დავემორჩილო.თუ შენ ჭეშმარიტად ცხონება გსურს, მაშინ მორჩილება თვით საქმით აჩვენე, ანუ ასე ვთქვათ, ფეხებით მიწას მოშორდი, გონება ზეცად აღამაღლდე და დღისით და ღამით ღვთის სიტყვის შესწავლას შეუდექი. დღე და ღამ რაც ძალები გაქვს საკუთარი თავი დაამცირე და აიძულე, რომ ის ყველა ადამიანზე დაბლა დაინახო. ესაა ჭეშმარიტი გზა, და სხვა გზა მისთვის, ვისაც მისი გამაძლიერებლის - ქრისტეს მიერ ცხონება სურს, არ არსებობს. დაე, ამ გზით რბიოდეს გადარჩენის მსურველი; დაე, რბიოდეს მსურველი, - რბიოდეს, რაითა ეწინეს. ამას ცოცხალი ღმერთის წინაშე ვადასტურებ, რომელსაც ყოველი მსურველისთვის საუკუნო ცხოვრების მინიჭება სურს. შენც, თუ გსურს, ძმაო, იშრომე!448. რატომ გაიმეორა დიდმა ბერმა სამჯერ სიტყვები: „დაე რბიოდეს“?ბერმა ეს სიტყვები სამჯერ იმიტომ გაიმეორა, რომ ამით ამ გზის გარდაუვალობა და უპირატესობა ეჩვენებინა; უფალიც, მათეს სახარებაში, ერთხელ ამბობდა: „ამენ“, ხოლო იოანეს სახარებაში გააორმაგა ეს სიტყვები და თქვა: „ამენ, ამენ გეტყვი თქუენ“, იმიტომ რომ აქ უფრო საჭირო საკითხებზე საუბრობდა.
link
 

თემა: სიმდაბლე

ღირსი მამა IV საუკუნეში ცხოვრობდა. მისი მშობლები თესალონიკელი კეთილმორწმუნე ქრისტიანები იყვნენ. თავისი მოსაგრე ცხოვრება ღირსმა მამამ წმიდა მთაზე დაიწყო. შემდეგ მან მოინახულა წმიდა მიწა, სადაც იორდანეს ერთ-ერთ გამოქვაბულში ჩაიკეტა ... იხილეთ სრულად
link
image
image
46
47
48
49
50
image
image