image
image
47
48
49
50
image
image
Loading..
image

თემა: სიმდაბლე

588. ვინც საერთო საცხოვრებელში მოთმინებით იცხოვრებს, როგორ ცხონდება? და რა უპირატესობა აქვს მას, ვინც იმ ადგილზე ცხოვრობს, სადაც წმინდა მამები იმყოფებიან?ვინც სიმდაბლესა და მორჩილებაში აღესრულება, მას ქრისტე აცხოვნებს, რამეთუ უფალი იესოა მისი დამცველი. ხოლო, ვინც საკუთარ ნებას მისდევს, თუმცა ზოგჯერ კი მორჩილების და სიმდაბლის ნიღაბს ატარებს, მაშინ ის საკუთარ თავზე თავად აგებს პასუხს. ხოლო ისეთს, რომელიც თავის ნებაზე, ხორციელი მოსვენებისთვის ცხოვრობს, და არა სულიერი სარგებლისთვის, დრო და დრო უნდა შევაგონოთ, მისი გულისთვის, ვისაც - „ყოველთაი კაცთაი ჰნებავს ცხორებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი“ (1 ტიმ. 2, 4). თუ ის გააგრძელებს თავის ნებაზე ყოფნას, მაშინ უნდა მოვუთმინოთ მას, სანამ არ შერცხვება, ან არ მიატოვებს საკუთარ ნებას. ხოლო, თუ ის ძმებს აზიანებს, უნდა განვუცხადოთ: „შენ თუ ასე გააგრძელებ, მაშინ საძმოში დარჩენას ვეღარ შეძლებ იმიტომ, რომ საგნების ბუნებრივი წესრიგიდან გამომდინარეც კი, ადამიანს არ შეუძლია დაუშვას, რომ ერთი სხვების ზიანის ხარჯზე მოსვენებას ეძლეოდეს“. ხოლო, ვინც სავანეში კეთილი რწმენით და ღვთისნიერად ცხოვრობს, მას ღმერთი იფარავს და ის დარიგებასაც იღებს. და, თუ ასეთ ყოფაში აღესრულება, საუკუნო განსვენებას დაიმკვიდრებს. ხოლო იმის უპირატესობა, ვინც წმინდა მამათა გვედით ცხოვრობს, იმაშია, რომ თავისი რწმენა კეთილ საქმეებში გამოხატოს და მამების ძალა ირწმუნოს, „რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად“ (იაკობ. 5, 16), რასაც ყველგან ვეღარ ვხვდებით. უფალმა მოციქულებზე თქვა: „ოდეს ვიყავ მათ თანა სოფელსა შინა, მე ვსცევდ მათ სახელითა შენითა“ (იოანე 17, 12). რამეთუ, შენ გშვენის ღმერთო დიდება, უკუნისამდე, ამინ.
link
 

თემა: სიმდაბლე

წმიდა ალექსანდრე, რომელიც წარმოშობით კომანიდან იყო, ძალიან ღვთივსათნო და განათლებული ადამიანი იყო. ამ უპირატესობათა გამო მას შეეძლო, სიმდიდრე და დიდება მოეპოვებინა, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ, სიღატაკე არჩია - ნახშირს წვავდა, ყიდი... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სიმდაბლე

410. და თუ ჩემს აზრს დასამდაბლებლად ვეტყვი, რომ ის სულგრძელი მოთმინება ღვთისგან კი არ იყო, არამედ ბოროტი მხიბლავდა და ამპარტავნებაში მაგდებდა, ამით ხომ არ გავარისხებ ღმერთს, რადგან ღმერთი ყველანაირი სიკეთის წყაროა?იმის თქმა, რომ ეს ღვთისგან არ იყო საზიანო არაა. ღმერთს ეს არ არისხებს, რამეთუ ამას შენ ბოროტი აზრის უარსაყოფად ამბობ. ერთ-ერთმა წმიდანმა მასთან მისულ ძმებს უთხრა, რომ როდესაც ისინი გზაში იყვნენ, მათი სახედარი დაეცა. გაკვირვებულებმა იკითხეს, თუ საიდან იცოდა მან ეს? მას ეს თუმცა ღმერთმა აუწყა, მაგრამ ძმებს უთხრა: დემონებმა მითხრესო; და ამით ღმერთი არ გაურისხებია, რადგან ეს მათი სარგებლისთვის თქვა.
link
 

თემა: სიმდაბლე

ხშირად ხორბალს შორის ამოვა ხოლმე ღვარძლიც, ვენახში კი - ეკალი. ელისეს ჰყავდა მოწაფე გიეზია, სამოციქულო ხარისხში - იუდა. ზუსტად ასე ღირსი საბას სავანეშიც აღმოჩნდნენ ავზნიანი ძმები, რომლებიც წმიდა მამას სახალხოდ შეურაცხჰყოფდნენ. მალ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სიმდაბლე

წმიდაო მამაო, ა,ბა ისააკი ამბობს, რომ ჩვენ ვენებს "სიმდაბლოთ ვამარცხებთ და არა - ამპარტავნებით". ვნების არად ჩაგდება, მასზედ თავის ამაღლება და გმობის აზრების უგულებელყოფა განა ეს ერთი და იგივე არ არის?!არა. ვნებათა არად ჩაგდება ამპარტავნებაა, თვითდაჯერებულობა და რაც ყველაზე უარესია - თვითგამართლება. ანუ - შენ თავს იმართლებ და "უარყოფ" შენს ვნებას, თითქოს ამბობდე: - "ეს ჩემი ვნება არ არის, მას ჩემთან არანაირი კავშირი არა აქვს". - და არ იღვწი, რომ მისგან გათავისუფლდე. ხოლო გმობის გულისსიტყვები მართლაც უნდა უგულებელსვყოთ, იმიტომ რომ, როგორც უკვე გითხარით, ისინი ნამდვილად ეშმაკისგან მოდის.ხოლო თუ ადამიანი სხვებს აჩვენებ თავს, თითქოს რაღაც ვნებით იყოს შეპყრობილი, მაგალითად, საკუთარ თავს ნაყროვანად წარმოაჩენს; ამის გამო იგი ეშმაკის დასაცინი გახდება?ამ შემთხვევაში ეს "კეთილი თვალთმაქცობა იქნება", მაგრამ ის ეშმაკისაგან დასაცინი არ იქნება. ეს შენ დასცინი ეშმაკს, როდესაც ის გმობის აზრებს გაწვდის, შენ კი ამ დროს საეკლესიო საგალობელს გალობ.
link
image

თემა: სიმდაბლე

537. თუკი რომელიმე მამათაგანი, ვისთან ერთადაც გზაზე მივდივარ, ჩემი ბარგის ტარებას მოისურვებს და არ მომეშვება, რასაც მე ვერ დავუშვებ, რამეთუ ვინც ამას დაინახავს, დაბრკოლდება, რადგანაც ჩემი თანამგზავრი ჩემზე უფროსია, მაშინ როგორ მოვიქცე?სიმდაბლით მოუხარე ქედი, რომ მან შენი ტვირთის ტარების ნება დაგრთოს. თუ არ მოგისმენს, მაშინ კიდევ ერთხელ მოუხარე ქედი, და უთხარი: „შემინდე, ღვთის გულისათვის, ჩვენ ერთად ვერ ვივლით, იმიტომ რომ ვინც ჩვენ დაგვინახავს, დაბრკოლდება“; თუ შენი ქედმოხრის შემდეგაც თავისას გაიძულებს, მაშინ არ მოუსმინო მას, რამეთუ ეს ეშმაკის საქმეა.
link
image

თემა: სიმდაბლე

ნეტარ არს კაცი, ვინც მდაბალ მიწას დაემსგავსა; მიწას, რომელსაც თუმც ყველა თელავს, მაგრამ ყველას მაინც სიყვარულით ტვირთულობს და სათუთად ასაზრდოებს – ვით მზრუნველი დედა, სხეულისათვის რომ ნივთიერება მოუცია ჩვენი შექმნისას. იგი სიხარულ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სიმდაბლე

537. თუკი რომელიმე მამათაგანი, ვისთან ერთადაც გზაზე მივდივარ, ჩემი ბარგის ტარებას მოისურვებს და არ მომეშვება, რასაც მე ვერ დავუშვებ, რამეთუ ვინც ამას დაინახავს, დაბრკოლდება, რადგანაც ჩემი თანამგზავრი ჩემზე უფროსია, მაშინ როგორ მოვიქცე?სიმდაბლით მოუხარე ქედი, რომ მან შენი ტვირთის ტარების ნება დაგრთოს. თუ არ მოგისმენს, მაშინ კიდევ ერთხელ მოუხარე ქედი, და უთხარი: „შემინდე, ღვთის გულისათვის, ჩვენ ერთად ვერ ვივლით, იმიტომ რომ ვინც ჩვენ დაგვინახავს, დაბრკოლდება“; თუ შენი ქედმოხრის შემდეგაც თავისას გაიძულებს, მაშინ არ მოუსმინო მას, რამეთუ ეს ეშმაკის საქმეა.538. სასარგებლო ხომ არ იქნება თუ დავას შევწყვეტ და ჩემ ბარგს მას გადავცემ, თუნდაც ამან მაყურებლები დააბრკოლოს? რადგან მეჩვენება რომ კამათი აქ დაბრკოლებაზე უარესია და ორი ბოროტებიდან მცირედი უნდა ავირჩიოთ.კამათი თუ ქედმოხრის შემდეგაც გაგრძელდა, ეს ნიშნავს, რომ ის ეშმაკისგანაა. ამიტომ კამათს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რამეთუ როგორც მამები ამბობენ, ზედმეტობა დემონებისგანაა.
link
image

თემა: სიმდაბლე

495. რადგან ცოდვილი ვარ და სხეულის უძლურების გამო ღვთისათვის სათნო და კეთილი საქმეების კეთებას მოვაკლდი, ამიტომ გთხოვ მეუფეო, ილოცე ჩემთვის, ღვთის განმარისხებლისთვის, რომელსაც, როგორც უკვე ვთქვი, არაფრის კეთება არ შეუძლია იმიტომ, რომ სხეულის უძლურება ეწინააღმდეგება.ძმაო, თუ შენ სინამდვილეში გრძნობ, რომ ცოდვები გაქვს, ნეტარი ხარ; რამეთუ ვინც მათ განიცდის, ის ვერ ეგუება და ყველანაირად შორდება მათ. საკუთარი ცოდვების განცდა და მამებისაგან დახმარების თხოვნა, რათა მათმა ლოცვებმა ცოდვებისა და ცოდვილთათვის მოსალოდნელი ტანჯვისაგან გვიხსნან, უკვე სინანულის ნაწილია. ჩვენ ვლოცულობთ შენთვის, ხოლო შენ შეეცადე, შენი ძალისაებრ, სიმდაბლე და თვინიერება მოიხვეჭო. არავითარ შემთხვევაში თავი არ გამოიდო, რომ რაიმე შენი ნებისაებრ აღასრულონ, რამეთუ აქედან მრისხანება იშვება; არავინ არ განიკითხო და დაამცირო, იმიტომ რომ ეს გულს აუძლურებს და გონებას აბნელებს, აქედან კი უდიერება და გულის უგრძნობლობა იშვება. განუწყვეტლივ იფხიზლე და საღმრთო რჯული შეისწავლე, რამეთუ ის გულს ზეციური ცეცხლით ათბობს, და ასეცაა ნათქვამი: „ზრახვასა ჩემსა აღატყდეს ცეცხლი“. ნუ მწუხარებ, ძმაო, შენი მოწოდება ღვთისგანაა; ნუ იწყენ და უძლურდები; ღმერთი იმას არ ითხოვს შენგან, რაც შენს ძალებს აღემატება, არამედ შეძლებისდაგვარ შრომას გთავაზობს. ბაგეები ფუჭი და ამაო სიტყვებისაგან დაიცავი, და შენი გული ბოროტ სიტყვებს ნუ მიეჩვევა. წმიდანთა ლოცვებთან ერთად ღმერთს წინ შენი ძალა დაუგე და უთხარი: „ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას“ (ლუკა 18, 13). და ის შეგიწყალებს და ყოველგვარი ბოროტებისაგან დაგიცავს და დაგიფარავს, რათა სიბნელიდან ჭეშმარიტ სინათლეზე, ხიბლიდან ჭეშმარიტებაში და სიკვდილიდან სიცოცხლეში გადახვიდე, ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მიერ, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.
link
image

თემა: სიმდაბლე

550. იმავე დიდი ბერისაგან, ძმას, რომელიც საერთო საცხოვრებელში სადურგლო სამუშაოებს ეწეოდა, სხვადასხვა აზრების გამო ბრძოლები ჰქონდა და ასე ფიქრობდა: აქ ყოფნას მცირედი სარგებელიც არ მოაქვს ჩემთვის, და მე ვერანაირი შემწეობა ვერ მივიღე ჩემი სულისთვის.ძმაო! ჩვენ თავად არ გვსურს მძიმე დღეებისა და ბოროტი წუხილისაგან განთავისუფლება. ღმერთმა ადამიანებს ორი ნიჭი მისცა, რომელთა მეშვეობითაც მათ ცხონება და ძველი ადამიანის ყველა ვნებებისაგან თავის დაღწევა შეუძლიათ. ესაა სიმდაბლე და მორჩილება, მაგრამ ჩვენ არ ვისწრაფვით მათკენ, არც მათში ყოფნა და არც მათით ხელმძღვანელობა გვსურს, რათა დახმარება მივიღოთ; რათა ბოროტებას თავი დავაღწიოთ და უდიდეს ექიმს, იესოს მივეჯაჭვოთ, რომელსაც შეუძლია ვნებების ანთებისაგან ჩვენი განკურნება. რატომ აგროვებ ყველანაირ ბოროტებას შენს საგანძურში? რატომ შფოთავ და დარდობ? შეწყვიტე მრისხანება, გაღიზიანება და შური. შეიგნე, რომ ასეთები საზიზღარნი არიან, და არა ღირსეულნი. არსად გადაუხვიო სიმართლის გზიდან, სიმდაბლითა და მორჩილებისათვის ქედი მოიხარე და წყალობას მიიღებ. თუ სიმდაბლით და მორჩილებით აღასრულებ იმას, რასაც მამებისაგან ისმენ, მაშინ ღმერთი თავის შეწევნას არა მარტო იმ საქმეში გამოგიგზავნის, რომელშიც ახლა ვარჯიშობ, არამედ ყველაფერს ისე მოგიგვარებს, რომ ყველაფერში წარემატები, რამეთუ ის იცავს მის მოშიშებს და მფარველობს მათ გზას. რატომ ხარ უკმაყოფილო? რატომ კამათობ? თუ ღვთისნიერ მოთმინებას მუდმივად შეინარჩუნებ, მოწყალე ღმერთი დაგეხმარება. მოკვდი, გულფიცხელო, ყველა ადამიანისთვის. უთხარი შენს აზრს: „ვინ ვარ მე? - მტვერი და ნაცარი (დაბ. 18, 27) და ძაღლი“ (მათე 15, 27). უთხარი საკუთარ თავს: „მე საერთოდ არაფერს წარმოვადგენ“. რატომ უმზადებ საკუთარ თავს სიკვდილს და ღვთისა არ გეშინია? როგორ არ გრცხვენია როდესაც ამბობ: „მე აქ შემწეობა არ მიმიღიაო?“ იცოდე, სატანა გულს გიბნელებს და უმადურობამდე მიჰყავხარ იმ აზრით, რომ შენ ამ წმინდა ადგილზე არანაირ სარგებელს არ იღებ. ო, უგუნურო ადამიანო! შენ რომ ღვთის ხელი და აქ მყოფი წმინდანების ლოცვები არ გიფარავდეს, მაშინ სად იქნებოდი ახლა, თუ არა გარესკნელის წყვდიადში! სად მიიღებდი ამდენ სარგებელს? - არსად. მაგრამ ეშმაკი, რომელსაც სურს, რომ წმინდანებთან გულწრფელ კავშირს, მათ მფარველობას და მათგან მიღებულ სარგებელს მოგწყვიტოს, დასაღუპავად სასიკვდილო თესლს გითესავს, რათა მთლიანად ჭეშმარიტების მტრების ხელში ჩავარდე და შეძლონ ტარიგის დაგლეჯა, რაშიც შენს სულს ვგულისხმობ. ნუ ანსხვავებ, ამცირებ და დასცინი სხვებს, რადგან შენ თვითონ ვარდები მტრის მახეში და შფოთდები; მტრები გაძევებენ წყნარი და მშვიდი გარემოდან, მუდმივი კეთილდღეობიდან, გონიერებიდან და ყოველგვარი სიკეთიდან და გაზიანებენ. მიატოვე ისინი, ჩემს სიტყვებს შეუდექი და მეც ვატარებ შენს ტვირთს; ამით შენც დახმარებას და წყალობას მიიღებ და იხსნი შენს სულს. ძმაო! იოლი არაა ცხონება. საკუთარი თავი აიძულე და ნუ იტყვი: „რა არის ის? რისთვისაა ეს? (ზირ. 39, 22) რატომ მეც არა მაქვს სხვებივით?“. არამედ შენს მცირდ ხელსაქმეში გულმოდგინედ და ღვთის შიშით იშრომე და ამისთვის მცირედ საზღაურს როდი მიიღებ. ნუ მიეცემი უსასოობას, რამეთუ ეს ეშმაკს ახარებს. დაე, არ დაუშვას ღმერთმა, რომ მან გაიხაროს, არამედ უფრო მალე, ის ატირდეს შენი ცხონების გამო, ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.
link
image
image
47
48
49
50
image
image