image

თემა: ბოროტი ზრახვები,  სულიერი ბრძოლა

წმინდაო მამაო, რატომაა, რომ მონასტერში სხვადასხვაგვარი ცუდი ზრახვები მისაფრდებიან, მაშინ, როდესაც ერში ამისთანა რამ არ მემართება? მე თვითონ ვაძლევ ვაძლევ მათ ამის ნებას?
არა, შე ჩერჩეტო, გაუშვი, მოვიდნენ და წავიდნენ, განა თვითმფრინავები მონასტრის თავზე რომ დაფრენენ და სიმშვიდეს გირღვევენ, ამის ნებართვას შენგან იღებენ? იგივე ხდება ზრახვებთან დაკავშირებით. ამ ზრახვებს ეშმაკი ჩაგაგონებს, იმედს ნუ დაკარგავ, ისინი გადამფრენ ფრინველებს გვანან, რომლებიც ცაში მოფრთხიალენი მეტად წარმტაცად გამოიყურებიან, შენ კი პირდაღებული უცქერ და ტკბები. თუმცა, როდესაც ეს ფრინველები ძირს დაეშვებიან, შენს სახლში ბუდეს გაიკეთებენ და ბარტყებს გამოჩეკენ, მთელ სახლს აბინძურებენ.
მაშ, რატომაა, წმიდაო მამაო, რომ ასეთი აზრები მომდის თავში?
ეს ეშმაკი მუშაობს, მაგრამ თვით შენშიც არის რაღაც მღვრიე ნალექი, რომლის გაწმენდაც ჯერაც არ დაგიწყია. მაგრამ თუ ამ ზრახვებს არ მიიღებ, არც პასუხისმგებლობას კისრულობ. მიუშვი ძაღლები, დაე, გიყეფონ და ქვას ნუ დაუშენ მათ, რადგან ვიდრე მათთვის ქვის სროლას არ შეწყვეტ, არც ისინი შეწყვეტენ ყეფას, მერე კი ამ ბევრი ქვისაგან თავისთვის "მონასტერს" ან სახლს ააშენებენ, - რამდენადაც ამისთვის სამშენებლო მასალა ეყოფად. ბოლოს უკვე შენთვის აღარ იქნება ადვილი მათი აშენებულს დანგრევა.
წმიდაო მამაო, როდის ხდება შერიგება ზრახვებთან?
როდესაც მათ კარამელივით წოვ. შეეცადე, რომ მათით არ დატკბე, დიახ - მათით, გაქედან შაქრის მინანქრით რომ არიან დაფარულნი, ხოლო, შიგნიდან - მწარე შხამით სავსენი, თორემ შედეგად მწარე იმედგაცრუებას მიიღებ. ადამიანებისაგან ჩვენში დანერგილი ავი ზრახვები დიდი მღელვარების მიზეზი ნუ გახდება. მსგავსი ზრახვები ხომ მხოლოდ ანგელოზებისა და სრულყოფილებამდე ამაღლებული ადამიანებისთვის არის უცხო. მღელვარება მაშინაა გამართლებული, როდესაც ადამიანი მოასწორებს თავისი გულის ნაწილს და ამ აეროდრომზე მიიღებს "ვეტმფრენებს", ანუ - ეშმაკებს. თუკი ასეთი რამ მოხდა, საჭიროა დაუყოვნებლივ აღსარება, აეროდრომის გადახვნა და იქ ნოყიერი ხეების დარგვა, რათა გული კვლავ სამოთხის ბაღად გადაიქცეს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
10 ნოემბერს არის ხსენება: